დიანა ჩირგაძე, თსუ-ის სტუდენტი:
– გამოცდის ჩაბარება დისტანციურად გვიწევს, ძირითადად, e-learning-ზე, რომელიც გამართულობით ვერ გამოირჩევა და არაერთხელ შეგვქმნია პრობლემები. ამ პლატფორმის უკეთ გამართვა, ვფიქრობ, აუცილებელია. ჩემი აზრით, საგნების არჩევის მექანიზმიც გადასახედია.
ლაშა საღინაძე, თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი:
ჩვენთან ახლა მოქმედებს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელსაც ჰქვია LMS. სამწუხაროდ, ის ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. LMS 2013 წელს შეიქმნა იმ ტექნოლოგიებზე დაფუძნებით, რაც მაშინ არსებობდა, მას მერე ტექნოლოგიები განვითარდა. შესაბამისად, ვერც ეს ბაზა ვერ უძლებს დატვირთვებს და აქვს ხოლმე ჩავარდნები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ რაღაც ჩარევებით ხარვეზები ეტაპობრივად აღმოვფხვრათ, თუმცა სრულფასოვნებისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ დავიწყეთ მუშაობა ახალი სასწავლო პროცესების მართვის ბაზის შექმნასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ ვართ შერჩევის ეტაპზე – რომელი ბაზა შევისყიდოთ და რომელი დავნერგოთ. ვფიქრობ, მომავალი წლისთვის დავიწყებთ ახალი პროგრამის დანერგვას, რომ სტუდენტებს აღარ ჰქონდეთ ტექნიკური მიზეზის გამო საგნების არჩევის პრობლემა.