საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ირმა რატიანის ახალი წელი

თსუ-ის ჰუ­მა­ნი­ტა­რულ მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, თე­ორი­ული და შე­და­რე­ბი­თი ლი­ტერ­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობ­ის სას­წავ­ლო-სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რი ირ­მა რა­ტი­ანი რთულ, მაგ­რამ მის­თვის მო­სავ­ლი­ან წე­ლი­წადს, მა­ინც მად­ლო­ბით აც­ილ­ებს და ახ­ალ 2021 წელს ოპ­ტი­მის­ტუ­რად უყ­ურ­ებს.

 

 

 

 

 

 

გაგ­ვიმ­ხი­ლეთ იმ­ედ­ები, რი­თაც ხვდე­ბით ახ­ალ 2021 წელს...

 

ალ­ბათ, არ ვიქ­ნე­ბი ორ­იგ­ინ­ალ­ური თუ ვიტყვი, რომ ახ­ალ წელს პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის იმ­ედ­ით ვხვდე­ბი. მინ­და, რომ ამ და­უპ­ატ­იჟ­ებ­ელ­მა სტუ­მარ­მა რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ტო­ვოს დე­და­მი­წა და ად­ამი­ან­ებს კვლა­ვაც მი­ეც­ეთ ნორ­მა­ლუ­რად ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ალ­ება; მინ­და, რომ და­ვუბ­რუნ­დე უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის აუდ­იტ­ორი­ებს, შევ­ხვდე ჩემს სტუ­დენ­ტებს და ვე­სა­უბ­რო მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე, პირ­ბა­დის გა­რე­შე; მინ­და, რომ აღ­ვად­გი­ნო მო­ნატ­რე­ბუ­ლი ოჯ­ახ­ური შეხ­ვედ­რე­ბი და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­ღა­მო­ები, მოგ­ზა­ურ­ობ­ები და სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სავ­ლე­ბი. და ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ­დე­ნად მინ­და, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ას­ეც იქ­ნე­ბა. მო­დით, ოპ­ტი­მის­ტე­ბად დავ­რჩეთ!

 

რა მოხ­და და­დე­ბი­თი ამ წელს?

 

2020 წელს, ბერ­ლინ­ში, პი­ტერ ლან­გის გა­მომ­ცემ­ლო­ბა­ში და­იბ­ეჭ­და ჩე­მი რი­გით მე­ორე მო­ნოგ­რა­ფია — „ან­ტი­უტ­ოპი­ური გან­წყო­ბა, ლი­მი­ნა­ლო­ბა და ლი­ტე­რა­ტუ­რა. სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ქარ­თულ გა­მოც­დი­ლე­ბამ­დე“. იმ­ედი მაქ­ვს, რომ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ, წიგ­ნის წარ­დგე­ნის სა­შუ­ალ­ება მო­მე­ცე­მა კო­ლე­გე­ბი­სა და ფარ­თო აუდ­იტ­ორი­ის წი­ნა­შე.

 

გარ­და ამ­ისა, შო­თა რუს­თა­ვე­ლის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ინ­სტი­ტუტ­ში დას­რულ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის — „ბოლ­შე­ვიზ­მი და ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ნა­წი­ლი მე­ორე. 1941-1956 წწ.“, „XX სა­უკ­უნ­ის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. მე­ორე წიგ­ნი“, აგ­რეთ­ვე, გა­და­ღე­ბულ იქ­ნა სა­მეც­ნი­ერო-პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მი — „მე-20 სა­უკ­უნ­ის ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა და ნა­ცი­ონ­ალ­ური იდ­ენ­ტო­ბის იდეა. ნამ­დვი­ლი ის­ტო­რია“. გა­მო­იცა რან­დე­ნი­მე სა­მეც­ნი­ერო წიგ­ნი და კრე­ბუ­ლი, მათ შო­რის, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო — „შე­და­რე­ბი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მცოდ­ნე­ობა. გზამ­კვლე­ვი და ან­თო­ლო­გია“; ჩა­ტარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო სიმ­პო­ზი­უმი „აბ­რე­შუ­მის გზის ქვეყ­ნე­ბის ფოკ­ლო­რი“, სა­დაც, კი­დევ ერ­თხელ, წარ­მა­ტე­ბით გა­ერ­თი­ან­და სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო და სა­ინ­სტი­ტუ­ტო ძა­ლე­ბი; და­იბ­ეჭ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ცენ­ზი­რე­ბა­დი ჟურ­ნა­ლის — „სჯა­ნი“ — ახ­ალი ნო­მე­რი. ვფიქ­რობ, არ­ცთუ ცუ­დი მო­სა­ვა­ლია ას­ეთი რთუ­ლი წლის პი­რო­ბებ­ში.

 

რო­გორ და რით გა­ილ­ამ­აზ­ებთ კო­ვი­დის პი­რო­ბებ­ში სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს?

 

სა­ახ­ალ­წლო ღა­მეს, ჩვენს ოჯ­ახს, ყვე­ლა­ზე მე­ტად უფ­რო­სი ვა­ჟის — ჯა­ნო კორ­ძაიას სტუმ­რო­ბა გა­ულ­ამ­აზ­ებს. იგი უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ­ერ­იკ­აში, ნიუ იორ­კში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს და, პან­დე­მი­ის გა­მო, თით­ქმის წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია არ გვი­ნა­ხავს... ეს მო­ლო­დი­ნი ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი წი­ნა­სა­ახ­ალ­წლო მო­ლო­დი­ნია ჩვენ­თვის.

 

* * *

მინ­და, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, კი­დევ ერ­თხელ, გა­მოვ­ხა­ტო პა­ტი­ვის­ცე­მა ჩე­მი კო­ლე­გე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­მაც უმ­ძი­მე­სი გან­საც­დე­ლის მი­უხ­ედ­ავ­ად, შე­უფ­ერ­ხებ­ლად გა­ნაგ­რძეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, გა­და­ლა­ხეს არა­ერ­თი აკ­ად­ემი­ური თუ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ული სა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და არ გა­აწ­ბი­ლეს სტუ­დენ­ტე­ბის მო­ლო­დი­ნი. ჩე­მო ძვირ­ფა­სო კო­ლე­გე­ბო, გი­ლო­ცავთ შო­ბა-ახ­ალ წე­ლი­წადს! გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, პრო­ფე­სი­ულ წარ­მა­ტე­ბებს, კე­თილ­დღე­ობ­ასა და ბედ­ნი­ერ­ებ­ას! ტექ­ნო­ლო­გი­ური კომ­ფორ­ტის ფონ­ზე ჩვენ კი­დევ უფ­რო მე­ტად შე­ვიგ­რძე­ნით და და­ვა­ფა­სეთ ად­ამი­ან­ური ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აუც­ილ­ებ­ლო­ბა და ხიბ­ლი. ამ­იტ­ომ­აც — ერ­თად ყოფ­ნის სი­ხა­რულს გი­სურ­ვებთ ყვე­ლას!

თარიღი: 30/12/2020