საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე გილოცავთ ახალ 2021 წელს

გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შო­ბა-ახ­ალ წელს!

 

2020 რთუ­ლი და ამ­ავ­დრო­ულ­ად სა­ინ­ტე­რე­სო წე­ლი იყო სავ­სე მო­ულ­ოდ­ნე­ლო­ბე­ბით და გა­მოწ­ვე­ვე­ბით. კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ამ სირ­თუ­ლე­ებ­ის წი­ნა­შე და­აყ­ენა უმ­აღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი სტუ­დენ­ტებ­თან, პრო­ფე­სო­რებ­თან და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, მა­თი მხარ­და­ჭე­რით დავ­ძლი­ეთ. დი­დი სირ­თუ­ლე­ებ­ის მი­უხ­ედ­ავ­ად, შევ­ძე­ლით გა­ნათ­ლე­ბის და კვლე­ვის ხა­რის­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობა, ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება, სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გა­ზი­არ­ება.

 

გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა აქ­ტი­ურ­ად გა­აგ­რძე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება და პრო­ექ­ტე­ბის ოდ­ენ­ობ­ით, ჩვენ ჩემ­პი­ონ­ები ვართ რე­გი­ონ­ში, დღე­ის­ათ­ვის ერ­ას­მუს პლუ­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით 90 პრო­ექ­ტია დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი — ეს არ­ის ძა­ლი­ან დი­დი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. რაც არ უნ­და გა­საკ­ვი­რი იყ­ოს, გაც­ვლით პროგ­რა­მებ­ში ჩარ­თულ სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა იზ­რდე­ბა პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­შიც. კონ­კურ­სე­ბი ჩა­ტარ­და და, და­ახ­ლო­ებ­ით, 30-%-ით გა­იზ­არ­და მსურ­ველ­თა რა­ოდ­ენ­ობა.

 

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი გვაქ­ვს სა­ერ­თა­შო­რი­სო რან­ჟი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით: თსუ ერ­თა­დერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია სა­ქარ­თვე­ლო­დან და რე­გი­ონ­იდ­ან, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სა­უკ­ეთ­ესო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის 1,5%-ში შე­დის; ერ­თა­დერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია რე­გი­ონ­იდ­ან, რო­მე­ლიც უკ­ვე მე­ხუ­თე წე­ლია, თა­იმ­სის მსოფ­ლიო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის რან­ჟი­რე­ბა­ში (Times Higher Education World University Rankings) ხვდე­ბა; ერ­თა­დერ­თი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­იდ­ან, რო­მე­ლიც QS World University Rankings 2021 წლის მსოფ­ლიო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის რან­ჟი­რე­ბა­ში მოხ­ვდა. QS EECA University Rankings 2020 წლის რე­გი­ონ­ულ რან­ჟი­რე­ბა­ში თსუ 86-ე ად­გილს იკ­ავ­ებს. თსუ რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლია შემ­დე­გი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი­თაც: Round University Ranking 2020 (N 612); Shanghai Academic Ranking of the World Universities (თსუ ფი­ზი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა 2020 წელს N151-200 პო­ზი­ცი­ას იკ­ავ­ებს).

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­მა წელს პირ­ვე­ლად მი­იღო სა­ერ­თა­შო­რი­სო ABET აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ინ­ჟინ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის პროგ­რა­მებ­ზე — კომ­პი­უტ­ერ­ული მეც­ნი­ერ­ებ­ები და ელ­ექ­ტრო­ნუ­ლი ინ­ჟი­ნე­რია. ევ­რო­პულ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად და­ვიწყეთ სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ელ­ება, რო­მე­ლიც ორ­მა­გი ხა­რის­ხის დიპ­ლომს და სა­უკ­ეთ­ესო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ალ­ებ­ას იძ­ლე­ვა.

 

პან­დე­მი­ის მი­უხ­ედ­ავ­ად არ შეწყვე­ტი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ება. 2021 წელს დას­რულ­დე­ბა თსუ მე­ორე, ის­ტო­რი­ული კორ­პუ­სის რე­აბ­ილ­იტ­აცია. უზ­არ­მა­ზა­რი მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შაოები ჩა­ტარ­და. მო­მა­ვალ წელს ახ­ალი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი სხვა სას­წავ­ლო კორ­პუ­სებ­შიც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, და­იწყე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბა.

 

2020 წე­ლი გა­მორ­ჩე­ული იყო სა­უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტო სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბით. ფუტ­სალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ონი მე­ორ­ედ გახ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ნაკ­რე­ბი, კა­ლათ­ბურ­თის გუნ­დი არ­ის პირ­ველ ად­გილ­ზე ერ­ოვ­ნულ სუ­პერ­ლი­გა­ში, რაც ას­ევე ძა­ლი­ან სა­ამ­აყო და კარ­გია. ონ­ლა­ინ ფორ­მატ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. 4000-მდე სტუ­დენ­ტმა მო­ნა­წი­ლე­ობა მი­იღო 2020 წლის გა­მოშ­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ებ­აში, რო­მე­ლიც უნ­იკ­ალ­ური იყო თა­ვი­სი ფორ­მა­ტით და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით.

 

ამ დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უხ­ედ­ავ­ად, შევ­ძე­ლით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა, სტუ­დენ­ტუ­რი წარ­მა­ტე­ბე­ბის და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გა­ზი­არ­ება. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ ერ­თად შევ­ძე­ლით.

 

2021 წელ­საც ვხვდე­ბით თქვენ­თან ერ­თად ახ­ალი წარ­მა­ტე­ბე­ბის იმ­ედ­ით!

 

კი­დევ ერ­თხელ გი­ლო­ცავთ დამ­დეგ 2021 წელს! გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას, წინ­სვლას და, რაც მთა­ვა­რია, სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბას!

თარიღი: 31/12/2020