ნატო ობოლაძე
2022 წლის სტუდენტური პროექტების დაფინანსების პირველი კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო კომისიამ 78 სტუდენტური პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო. გამარჯვებულ პროექტებს შორის არის როგორც კვლევითი, საგანმანათლებლო, ასევე კულტურულ-სპორტული პროექტები. საერთო ჯამში დაფინანსების მისაღებად კომისიაში 117 საკონკურსო განაცხადი შევიდა.
„2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელს სტუდენტებმა გაცილებით მეტი პროექტი წარმოადგინეს. 2021 წელს გამართულ მესამე სტუდენტურ საგრანტო კონკურსში განსახილველად მხოლოდ 9 პროექტი მივიღეთ. ვფიქრობ, სტუდენტების გააქტიურება სააუდიტორიო ფორმატით სწავლების აღდგენას უკავშირდება. კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო პროექტების გარდა, კოვიდრეგულაციების შემსუბუქებიდან გამომდინარე, ტურიზმის განვითარებაზე მიმართული პროექტებიც დავაფინანსეთ. შესაბამისად, იგეგმება ლაშქრობები, ექსკურსიები, სამეცნიერო ექსპედიციები“, — აცხადებს სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს წევრი გიორგი ოქიტაშვილი.
სამეცნიერო და კულტურული/სპორტული/საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსების საკითხის განსახილველად საბჭო წელიწადში 3-ჯერ იკრიბება. 10 თებერვლის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 25 თებერვლისა, 15 აპრილის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა განხორციელდება არაუგვიანეს 1 მაისისა, 1 ოქტომბრის ჩათვლით შემოტანილი პროექტების განხილვა — არაუგვიანეს 15 ოქტომბრისა.
გთავაზობთ კონკურსში გამარჯვებული პროექტების ჩამონათვალს:
1. „MD1-ის როლის შესწავლა ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემიის CD180 და CD180 პროლიფერირებად და არაპროლიფერირებად უჯრედებში“
2. „ნიკოტინის მჟავას პრევენციული როლის მოლეკულური მექანიზმის შესწავლა პარკინსონის დაავადების მიმდინარეობისას“
3. „იმპერიიდან ეროვნულ სახელმწიფომდე“
4. „სამართალშემოქმედი“
5. „დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთა პროფორიენტაცია“
6. „თბილისის მდინარეების ჰიდროლოგიური კვლევა“
7. „პოლიტიკური განათლების სკოლა“
8. „საზაფხულო ექსკურსია დავით გარეჯაში“
9. რა? სად? როდის?“
10. „SARS CoV2-ის საწინააღმდეგო ზოგადი და ანტი Spike 1&2LgG ანტისხეულების ტიტრი სხვადასხვა ვაქცინით იმუნიზებულ და კოვიდ 19-ის სხვადასხვა შტამით ინფიცირებულ პირებში“
11. „AMPA-რეცეპტორის აქტივობის ცვლილება ხანგრძლივი სოციალური იზოლაციით გამოწვეული სტრესის პირობებში“
12. „ფოტოელექტროქიმიური დენის წყაროებისათვის ტიტანის დიოქსიდის ნანონაწილაკებით მოდიფიცირებული ფოტოაქტიური ანოდების შემუშავება“
13. „დემოკრატია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი სამხრეთ კავკასიაში“
14. „ხელნაწერი კონსტიტუცია“
15. „იმიტირებული სასამართლო შეჯიბრება სამოქალაქო, კონსტიტუციურ და სისხლის სამართალში“
16. „გარემოდან გამოყოფილი s.aureus-ის მიმართ აქტიური ბაქტერიოფაგების დახასიათება და ანტიბიოტიკორეზისტენტური იზოლაციების მიმართ მათი ეფექტურობის შესწავლა“
17. „მოკლე სოციალური ვიდეოფილმების (instagram reel) კონკურსი“
18. „ამერიკული პრესა საქართველოს და ქართველების შესახებ (XX საუკუნის დასაწყისი)“
19. „ტყვიის უარყოფითი ზემოქმედების შორეული შედეგებისა და მისი პრევენციის ამსახველი ექსპერიმენტის მოდელირება, ჩატარება და საკვლევი მასალის შეგროვება“
20. „პესის ტურნირი''
21. „მკლავჭიდის ტურნირი“
22. „თვითგადარჩენის ტრენინგი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე“
23. „ორდღიანი ლაშქრობა ძამას ხეობაში“
24. „ჭადრაკის ტურნირი“
25. „ევროპის უსაფრთხოება“
26. „სტუდენტური ექსპედიცია რაჭა-ლეჩხუმში“
27. „წიგნიერი“
28. „სტუდენტური ექსპედიცია სამცხე-ჯავახეთში“
29. „მარტივი ლოგიკა“
30. „გაეროს მოდელირება“
31. „გააცანი თსუ — მოსწავლეებისთვის შატილში“
32. „აიღე თსუ“
33. „პლაჟის ფრენბურთი“
34. „ევროპარლამენტის მოდელირება“
35. „სტუდენტური კონფერენცია“
36.“დემოკრატიის სკოლა ახალგაზრდებისთვის“
37. „ოჯახში ძალადობა“
38. „მუსიკის საღამო“
39.“ექსკურსიები“
40. „კონფერენცია პოსტ-საბჭოთა სივრცეში“
41. „ბოულინგის ტურნირი“
42. „ფრენბურთი“
43. „ფოტოკონკურსი“
44. „მენტალური ჯანმრთელობა“
45. „ჟესტების ენა“
46. „კალათბურთის ტურნირი“
47. „ოლიმპიადა მათემატიკაში“
48. „ლიტერატურული კონკურსი“
49. „ნიაზ დიასამიძე და 33ა“
50. „მარტივი გამოსავალი“
51. „მინიფეხბურთის ტურნირი“
52. „გრეხეთბოლი''
53. „მაგიდის ტენისი“
54. „ნიკოლოზ რაჭველის საღამო“
55. „ნინო ქათამაძის კონცერტი“
56. „ორატორობის ხელოვნება“
57. „სამეცნიერო საგანმანათლებლო კვლევითი ღონისძიება აჭარის მაღალმთიან სოფლებში“
58. „სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია ქუთაისში“
59. „საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სფიჩის წერა“
60. „სპორტული ვიქტორინა“
61. „სუხიშვილები“
62. „ლაშქრობა ჭიათურაში“
63. „დებატები“
64. „ფოტოკონკურსი „დაინახე და დაანახე''
65. „ექსპედიცია სვანეთში“
66. „კარლ პოპერის პოლიტიკური დებატები“
67. „არჩევნების იმიტირება“
68. „ბილიარდი“
69. „კონფერენცია 1990 „
70. „ტრენინგი PR და მარკეტინგი“
71. „საოფისე პროგრამების ტრენინგი“
72. „აღმოვაჩინოთ ფაზისი“
73. „ესეების კონკურსი“
74. „საინგილო საქართველოს ისტორიული მხარე“
75. „სტუდენტური ჰუმანიტარული კვლევები IV“
76. „ფეინბოლის ტურნირი“
77. „სპექტაკლი-ჯინსების თაობა“
78. „ცოდნათა ომი“