საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/03/2022 - 31/03/2022

შპს „ნობლექსი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე

 

კომპანიის შესახებ:   შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ სადისტრუბიციო კომპანიას ამ მიმართულებით, თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა  ქსელით „აგროსფერო“

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორ უცხოელ (ნორვეგია) მომწოდებლებთან კომუნიკაცია, პროდუქტთან დაკავშირებით მისი ტექნიკური შემადგენლობების, შესაკვეთი რაოდენობების, სერტიფიკატის, ხარისხის, ხელშკრულების, ფასების შესახებ შეთანხმება, ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება
  • ადგილობრივი ბაზრის კვლევა - კონკურენტებს რა პროდუქტი აქვთ, რა ფასად აქვთ, რა უპირატესობა ან მინუსი აქვს.
  • მომხმარებელების კვლევა- რა სჭირდებათ, რომელი პროდუქტი აღმოჩნდა ეფექტური და ა.შ.
  • კვლევის შედეგად, მომავალი წლის შესყიდვების დაგეგმვა  - რა გვჭირდება, რამდენი, რა ხარისხის რა ფასის და ა.შ.
  • თანამშრომელთა სწავლება - საჭიროების შემთხევაში, თუ ახალ პროდუქტი დანეირგება, თანამშრომლებისთვის ძირითადი მახასიათებელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება  საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან აგრარული მეცნიერებების  მიმართულებით, თუმცა განიხილება 3-4 კურსის სტუდენტები;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
  • ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება.

 

სამუშაო გრაფიკი- ორშაბათი-პარასკევი : 09:00-18:00 ან  10:00-19:00

 

დამატებითი ბენეფიტი: მობილური კორპორატიული ნომრით, ლეპტოპი, დაზღვევა, პირად სარგებლობაში ავტომანქანა და საწვავი.

 

როგორ დაგვიკავშირდე?

 

დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ  თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@onepoint.ge და “Subject”-ველში მიუთითეთ - პროდუქტ მენეჯერი

 

ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე:  https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.

 

გისურვებთ წარმატებას!