შპს „ნობლექსი“ აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: შპს „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ სადისტრუბიციო კომპანიას ამ მიმართულებით, თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- პარტნიორ უცხოელ (ნორვეგია) მომწოდებლებთან კომუნიკაცია, პროდუქტთან დაკავშირებით მისი ტექნიკური შემადგენლობების, შესაკვეთი რაოდენობების, სერტიფიკატის, ხარისხის, ხელშკრულების, ფასების შესახებ შეთანხმება, ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიღება
- ადგილობრივი ბაზრის კვლევა - კონკურენტებს რა პროდუქტი აქვთ, რა ფასად აქვთ, რა უპირატესობა ან მინუსი აქვს.
- მომხმარებელების კვლევა- რა სჭირდებათ, რომელი პროდუქტი აღმოჩნდა ეფექტური და ა.შ.
- კვლევის შედეგად, მომავალი წლის შესყიდვების დაგეგმვა - რა გვჭირდება, რამდენი, რა ხარისხის რა ფასის და ა.შ.
- თანამშრომელთა სწავლება - საჭიროების შემთხევაში, თუ ახალ პროდუქტი დანეირგება, თანამშრომლებისთვის ძირითადი მახასიათებელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სასურველია უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ან აგრარული მეცნიერებების მიმართულებით, თუმცა განიხილება 3-4 კურსის სტუდენტები;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება.
სამუშაო გრაფიკი- ორშაბათი-პარასკევი : 09:00-18:00 ან 10:00-19:00
დამატებითი ბენეფიტი: მობილური კორპორატიული ნომრით, ლეპტოპი, დაზღვევა, პირად სარგებლობაში ავტომანქანა და საწვავი.
როგორ დაგვიკავშირდე?
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: jobs@onepoint.ge და “Subject”-ველში მიუთითეთ - პროდუქტ მენეჯერი
ან შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://bit.ly/2SClDeU და მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
გისურვებთ წარმატებას!