კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც 2014 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. ჩვენს კომპნიას განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპისთვის კომპანია HMG აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბუტიკის ტიპის სასტუმრო ზემელის მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორის (Receptionist) და მიმტანის პოზიციაზე.
ადმინისტრატორი
სამუშაო გრაფიკი: სრული/სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი
ანაზღაურება: 500-800 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
- უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება;
- დადგენილის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება და გაცილება;
- სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
- სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
- ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
- უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს);
- აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
- აწარმოოს ყოველდღიური რეპორტი მენეჯერთან.
მიმტანი/საუზმის მიმტანი/ბარისტა
სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი/სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი
ანაზღაურება: სამუშაო საათების შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
- მიესალმოს და მიიღოს სტუმრები, გააცნოს სათანადოდ მენიუ.
- მიაწოდოს სტუმარს ინფორმაცია დღის სპეციალურ შეთავაზებაზე და მოახსენოს მენიუს ცვლილებაზე (საჭიროებისამებრ).
- შესთავაზოს სტუმარს საკვები და სასმელი;
- მოაწესრიგოს სამუშაო გარემო და მოამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად.
- მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს სტუმართან და დაეხმაროს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
- კომუნიკაცია იქონიოს სამზარეულოსა და ბარის თანამშრომლებთან, რათა იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
- მიართვას სტუმარს დროულად და სათანადოდ შეკვეთილი საკვები/სასმელი.
- დააკვირდეს და დარწმუნდეს სტუმრის რეაქციას შეკვეთის მიღების შემდეგ.
- სწრაფად შეძლოს სტუმრის დამატებითი შეკვეთის შესრულება.
- უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა (მაინც) საკვების მომზადების წესთან დაკავშირებით.
- დახმარება გაუწიოს თანამშრომელს რესტორნის მომარაგებისას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ყურადღებიანი;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- მობილიზებული;
- კომუნიკაბელური;
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hmg.ge წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს hmg.ge
გისურვებთ წარმატებებს!