Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კომპანია HMG (ჰორეკა მენეჯმენტ გრუპი) ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც 2014 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. ჩვენს კომპნიას განხორციელებული აქვს 20-ზე მეტი პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპისთვის კომპანია HMG აცხადებს ვაკანსიას თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე  ბუტიკის ტიპის სასტუმრო ზემელის მიღება-განთავსების დეპარტამენტის ადმინისტრატორის (Receptionist) და მიმტანის პოზიციაზე. 

 

ადმინისტრატორი

 

სამუშაო გრაფიკი:  სრული/სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი

 

ანაზღაურება: 500-800 ლარი

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • სასტუმროს  მენეჯერთან ერთად კოორდინირებულად უზრუნველყოს სასტუმროს ფრონტ ოფისის განყოფილების წარმატებული საქმიანობა, რომელიც შესაბამისობაში იქნება სასტუმროს დადგენილ წესებსა და სტანდარტებთან;
  • შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
  • უზრუნველყოს სტუმრების კმაყოფილება და ოთახების გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • დადგენილის სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოს  სტუმრების სათანადოდ მიღება-განთავსება  და გაცილება;
  • სტუმართან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;
  • სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
  • ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
  • უზრუნველყოს გასაღებების მართვის სისტემის ეფექტურად ფუნქციონირება (ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაუყონებლივ აცნობოს შესაბამის დეპარტამენტს);
  • აკონტროლოს ოთახების სტატუსი და სათანადო მდგომარეობა;
  • აწარმოოს ყოველდღიური  რეპორტი მენეჯერთან.

 

მიმტანი/საუზმის მიმტანი/ბარისტა

სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი/სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი

 

ანაზღაურება: სამუშაო საათების შესაბამისად

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მიესალმოს და მიიღოს სტუმრები, გააცნოს სათანადოდ მენიუ.
  • მიაწოდოს სტუმარს ინფორმაცია დღის სპეციალურ შეთავაზებაზე და მოახსენოს მენიუს ცვლილებაზე (საჭიროებისამებრ).
  • შესთავაზოს სტუმარს საკვები და სასმელი;
  • მოაწესრიგოს სამუშაო გარემო და მოამზადოს ახალი სტუმრის მისაღებად.
  • მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდეს სტუმართან და დაეხმაროს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
  • კომუნიკაცია იქონიოს სამზარეულოსა და ბარის თანამშრომლებთან, რათა იზრუნოს სტუმრის კმაყოფილებაზე.
  • მიართვას სტუმარს დროულად და სათანადოდ შეკვეთილი საკვები/სასმელი.
  • დააკვირდეს და დარწმუნდეს სტუმრის რეაქციას შეკვეთის მიღების შემდეგ.
  • სწრაფად შეძლოს სტუმრის დამატებითი შეკვეთის შესრულება.
  • უნდა ჰქონდეს მინიმალური ცოდნა (მაინც) საკვების მომზადების წესთან დაკავშირებით.
  • დახმარება გაუწიოს თანამშრომელს რესტორნის მომარაგებისას.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • ყურადღებიანი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მობილიზებული;
  • კომუნიკაბელური;

 

ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.

 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით  გამოაგზავნეთ  მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hmg.ge   წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს hmg.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!