საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო IT კომპანია FINA2.NET აცხადებს სტაჟირებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.


 
ფუნქციები და მოვალეობები:

  • მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ციფრული და ბეჭდური პლატფორმებისთვის ვიზუალური მასალების შესაქმნელად, მათ შორის სოციალური მედიის, ვებსაიტების, იმეილ კამპანიებისა და სარეკლამო მასალებისათვის;
  • ბრენდინგის ელემენტების და კრეატიული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • გრაფიკული ელემენტების და ილუსტრაციების დიზაინი;
  • იდეების გაზიარება და კრეატიული წინადადებების წარმოდგენა მარკეტინგულ ინიციატივებისათვის;


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ამჟამად სწავლობ ან დამთავრებული გაქვს გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მსგავსი კრეატიული მიმართულების კურსი/პროგრამა;
  • იცი Adobe Illustrator, Photoshop-სა და Figma-ში მუშაობა;
  • იცი ფერების თეორია, ასევე ტიპოგრაფიის და განლაგების დიზაინის პრინციპები;
  • გაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი და კრეატიული აზროვნება;
  • გაქვს კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები;
  • გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის და ვადების დაცვით მუშაობის უნარი.


ჩვენ გთავაზობთ:

  • მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრეინინგებს და სერტიფიცირებას შესაბამის ტექნოლოგიებში;
  • საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (USAID, WB, GIZ, UNDP...);
  • კვალიფიცირებულ Agile გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას მეგობრულ გარემოში.

 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და დაურთოთ თქვენი CV.