Category:
Vacancy/Internship
Period of receipt of tender documents:
22/01/2025 - 31/01/2025
საერთაშორისო IT კომპანია FINA2.NET აცხადებს სტაჟირებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ციფრული და ბეჭდური პლატფორმებისთვის ვიზუალური მასალების შესაქმნელად, მათ შორის სოციალური მედიის, ვებსაიტების, იმეილ კამპანიებისა და სარეკლამო მასალებისათვის;
- ბრენდინგის ელემენტების და კრეატიული კამპანიების შემუშავებაში მონაწილეობა;
- გრაფიკული ელემენტების და ილუსტრაციების დიზაინი;
- იდეების გაზიარება და კრეატიული წინადადებების წარმოდგენა მარკეტინგულ ინიციატივებისათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ამჟამად სწავლობ ან დამთავრებული გაქვს გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მსგავსი კრეატიული მიმართულების კურსი/პროგრამა;
- იცი Adobe Illustrator, Photoshop-სა და Figma-ში მუშაობა;
- იცი ფერების თეორია, ასევე ტიპოგრაფიის და განლაგების დიზაინის პრინციპები;
- გაქვს პრობლემების გადაჭრის უნარი და კრეატიული აზროვნება;
- გაქვს კომუნიკაციისა და გუნდში მუშაობის უნარები;
- გაქვს დამოუკიდებლად მუშაობის და ვადების დაცვით მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მუდმივი პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ტრეინინგებს და სერტიფიცირებას შესაბამის ტექნოლოგიებში;
- საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (USAID, WB, GIZ, UNDP...);
- კვალიფიცირებულ Agile გუნდის წევრებთან ერთად მუშაობას მეგობრულ გარემოში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და დაურთოთ თქვენი CV.