საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი დამსაქმებლებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გიწვევთ კარიერულ ვორკშოპზე

კარიერული ვორკშოპის სესიები ჩატარდება 10-12 ივლისს.

 

შეხვედრების მიზანია კარიერის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშა, რაც გულისხმობს დამსაქმებლების, სტუდენტების, კურსდამთავრებულების და უნივერსიტეტის პოზიციების გაზიარებას და ერთობლივი სამუშაო დოკუმენტის შექმნას.

 

10 ივლისი - I სესია - შრომის ბაზრის ანალიზი

დამსაქმებლების და უნივერსიტეტის ვორკშოპი

განსახილველი თემები:

  • შრომის ბაზრის ტენდენციები
  • დამსაქმებელთა საჭიროებები
  • ახალი პროფესიები შრომის ბაზარზე
  • ახალი საგანმანათლებლო პროგრამები
  • უნივერსიტეტის და შრომის ბაზრის თანამშრომლობა

 

11 ივლისი - II სესია - სტუდენტთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა

სტუდენტების და უნივერსიტეტის ვორკშოპი

განსახილველი თემები:

  • გამჭოლი უნარების როლი კარიერულ განვითარებაში
  • სტუდენტთა საჭიროებები
  • დასაქმების შესაძლებლობები
  • პირადი კარიერული გეგმის შედგენა

 

12 ივლისი - III სესია - კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარება

კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტის ვორკშოპი

  • უნივერსიტეტის და კურსდამთავრებულების თანამშრომლობა
  • კურსდამთავრებულთა საჭიროებების ანალიზი
  • პროექტი ,,კარიერის მენტორი“ პრეზენტაცია

 

სესიების შემდეგ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი გამოქვეყნებს სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც აისახება სესიების ძირითადი მიგნებები.

 

შეხვედრაზე მონაწილეობის დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია  -  https://forms.gle/bRZLAE7iv8bzZn88A

თარიღი: 12/06/2024