კარიერული ვორკშოპის სესიები ჩატარდება 10-12 ივლისს.
შეხვედრების მიზანია კარიერის განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მოკლევადიანი და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშა, რაც გულისხმობს დამსაქმებლების, სტუდენტების, კურსდამთავრებულების და უნივერსიტეტის პოზიციების გაზიარებას და ერთობლივი სამუშაო დოკუმენტის შექმნას.
10 ივლისი - I სესია - შრომის ბაზრის ანალიზი
დამსაქმებლების და უნივერსიტეტის ვორკშოპი
განსახილველი თემები:
- შრომის ბაზრის ტენდენციები
- დამსაქმებელთა საჭიროებები
- ახალი პროფესიები შრომის ბაზარზე
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამები
- უნივერსიტეტის და შრომის ბაზრის თანამშრომლობა
11 ივლისი - II სესია - სტუდენტთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა
სტუდენტების და უნივერსიტეტის ვორკშოპი
განსახილველი თემები:
- გამჭოლი უნარების როლი კარიერულ განვითარებაში
- სტუდენტთა საჭიროებები
- დასაქმების შესაძლებლობები
- პირადი კარიერული გეგმის შედგენა
12 ივლისი - III სესია - კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარება
კურსდამთავრებულთა და უნივერსიტეტის ვორკშოპი
- უნივერსიტეტის და კურსდამთავრებულების თანამშრომლობა
- კურსდამთავრებულთა საჭიროებების ანალიზი
- პროექტი ,,კარიერის მენტორი“ პრეზენტაცია
სესიების შემდეგ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი გამოქვეყნებს სამუშაო დოკუმენტს, რომელშიც აისახება სესიების ძირითადი მიგნებები.
შეხვედრაზე მონაწილეობის დასწრების მსურველებმა გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია - https://forms.gle/bRZLAE7iv8bzZn88A