საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უნივერსიტეტის ფუტსალის გუნდი ჩამოყალიბდა 2007 წელს და წარმატებით მოღვაწეობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო შეჯიბრებებში. ფუტსალის გუნდი მონაწილეობას იღებს ტურნირში საქართველოს პირველობისთვის, სადაც 2011-2012 წლის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა და საქართველოს თასის მფლობელი გახდა

 თსუ-ს ფუტსალის გუნდი ბენდელას თასის მფლობელია, 2012 წელს თსუ-ს გუნდმა III ადგილი დაიკავა ესპანეთში, ქალაქ კორდობაში გამართულ ევროპის  უნივერსიადაზე.

2013 წელს 2 მარტიდან 22 აპრილამდე ჩატარდა ფუტსალის სტუდენტური ლიგა, სადაც თსუ-მა  I ადგილი დაიკავა.

2014 წელი:

12 მარტიდან 25 მაისამდე ჩატარდა ფუტსალის სტუდენტური ლიგა - II ადგილი

27 ოქტომბრიდან 25 დეკემბრამდე ჩატარდა ფუტსალის სტუდენტური ლიგის თასის გათამაშება - I ადგილი

2015 წელი

1 აპრილიდან 29 მაისამდე ჩატარდა ფუტსალში სტუდენტური ლიგა, სადაც თსუ-მა III ადგილი დაიკავა.

ქ. ბათუმი ქვიშის ფეხბურთი 24-29 აგვისტო - I ადგილი

19 ოქტომბერი 18 დეკემბერი ფუტსალის სტუდენტური ლიგის თასის გათამაშება - I ადგილი

2016 წელს თსუ-ის სტუდენტურმა გუნდმა ფუტსალის სტუდენტური ლიგაზე I ადგილი დაიკავა, ბათუმში გამართულ ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატზე - II ადგილი.

თსუ-ის ფუტსალის სტუდენტური გუნდი ევროპის საუკეთესო 24 გუნდთან ერთად, მონაწილეობას იღებდა ევრო უნივერსიადაზე, რომელიც გაიმართა ხორვატიაში, ქ. ზაგრებში. თსუ-ის გუნდი ჯგუფიდან გავიდა და მე-9 ადგილი დაიკავა.

საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ჩემპიონატზე თსუ-ის გუნდმა პირველად მოიპოვა  I ადგილი.

ევროპის ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე (UEFA) გუნდმა მიიღო მონაწილეობა, პირველი ჯგუფიდან გავიდა და ევროპის საუკეთესო 32 გუნდში მოხვდა.

პირველ ეტაპზე გუნდის წევრების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება, რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.

2017 წელს, სტუდენტური გუნდი, საუნივერსიტეტო ლიგის გამარჯვებული გახდა, და კვლავ მოიპოვა ევრო-უნივერსიადაზე ასპარეზობის უფლება.

ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატი ფუტსალში, თურქეთის ქალაქ ჩორუმში გაიმართა. საქართველოს სახელით მოასპარეზე თსუ-ის გუნდს ფავორიტად, ბუნებრივია, არავინ მიიჩნევდა, თურქული, რუსული პორტუგალიური და სხვა საუნივერსიტეტო გუნდების ფონზე. თუმცა ჩვენი უნივერსიტეტის გუნდმა, შეძლო ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, შემდეგ მეოთხედ და ნახევარფინალური ეტაპების გავლა.

ფინალში თსუ-პორტუს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა, რომლის გუნდშიც ძრითად ბირთვს პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მოთამაშეები ქმნიდნენ. შეხვედრა ძალიან დაძბული გამოვიდა და საბოლოოდ დასაველთ ევროპელთა გამარჯვებით (4-3) დამთავრდა. ჩვენმა სტუდენტებმა ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლეს, რაც ქართულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგია. ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ეკონომიკისა და ბიზნეის ფაკულტეტის სტუდენტი - ნიკოლოზ კურტანიძე დასახელდა და სპეციალური ჯილდო გადაეცა.