საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1962 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩამოყალიბდა რაგბის  ნაკრები. უნივერსიტეტში რაგბის სექციის გახსნის ინიციატორი და პირველი მწვრთნელი იყო კაკო ქუსიკაშვილი, გუნდი ვარჯიშობდა ვაკეში, სტუდქალაქის მშვენიერ სტადიონზე.

თსუ-ის გუნდის შემადგენლობაში სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტებთან ერთად თამაშობდნენ სტუდენტები სხვა უნივერსიტეტებიდან. საბჭოთა კავშირის პერიოდში უნივერსიტეტის ნაკრებ გუნდს მრავალი წარმატება ჰქონდა სხვადასხვა უნივერსიადებსა და ჩემპიონატებზე.

გარკვეული პერიოდის მანძილზე თსუ-ს არ ჰყავდა რაგბის გუნდი, რადგან არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

2014 წლიდან დაიწყო სამუშაოები რაგბის გუნდის ხელახლა ჩამოსაყალიბებლად. მწვრთნელ გია ჯოხიას ხელმძღვანელობით შესაძლებელი გახდა გუნდის შექმნა.

2016 წელს - უნივერსიადაზე 7-კაცა რაგბიში თსუ-ის გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა და საქართველოს ეროვნულ რეგიონალურ ლიგაში იღებს მონაწილეობას.