უნივერსიტეტის მშვილდოსნობის სექცია დაარსდა 1972 წელს ბ-ნ გივი დავითაშვილის მიერ და არსებობის მანძილზე აღზარდა როგორც საქართველოს, ასევე ოლიმპიური ჩემპიონები (ქეთევან ლოსაბერიძე - 1980 წელი).
თსუ-ის მშვილდოსანთა გუნდი მონაწილეობას იღებს ტურნირებში საქართველოს პირველობისთვის, სადაც ასევე მონაწილეობენ ქუთაისის, ბათუმის და ახალციხის გუნდები, 2012 წელს თსუ-მა მოიპოვა გუნდური პირველობა თბილისის თასზე, ხოლო სპორტულ უნივერსიადაზე III ადგილი დაიკავა.
2013 წელს, 28 მაისს გაიმართა უნივერსიადა მშვილდოსნობაში, სადაც თსუ-ის სტუდენტებმა წარმატებას მიაღწიეს:
გიორგი პოპიაშვილი I ადგლი;
ლევან ჩიტიშვილი III ადგილი;
მარიამ მიქელთაძე II ადგილი ;
მარიამ გოგიჩაიშვილი III ადგილი.
ასევე ლევან ჩიტიშვილმა, გვანცა გვასალიამ და გიორგი პოპიაშვილმა მოიპოვეს საპრიზო ადგილები სხვადასხვა შეჯიბრებებში:
ლევან ჩიტიშვილი - თბილისის ჩემპიონატი, ივნისი - I ადგილი;
ლევან ჩიტიშვილი - თბილისის ჩემპიონატი, ივლისი - I ადგილი;
ლევან ჩიტიშვილი - თბილისის ზამთრის ჩემპიონატი, 28-29 დეკემბერი - II ადგილი.
გიორგი პოპიაშვილი - საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი, 3-5 თებერვალი - I ადგილი
გიორგი პოპიაშვილი - საქართველოს ჩემპიონატი, 1-4 ივნისი - I ადგილი
გიორგი პოპიაშვილი - საქართველოს უნივერსიადა, მაისი - I ადგილი
გიორგი პოპიაშვილი - თბილისის ზამთრის ჩემპიონატი, 28-29 დეკემბერი - III ადგილი
გვანცა გვასალია - თბილისის ზამთრის ჩემპიონატი, I ადგილი
2014 წელს თსუ-ის სტუდენტებმა, გურამ ღლონტმა და ლევან ჩიტიშვილმა მოიპოვეს წარმატებები სხვადასხვა შეჯიბრებებზე.
გურამ ღლონტი
23 თებერვალი - თბილისის ზამთრის ჩემპიონატი - I ადგილი;
5-8 მარტი - აჭარის პირველობა - I ადგილი;
26-28 მარტი - აჭარის ღია ტურნირი - I ადგილი;
30 მაისი - თბილისის თასი - I ადგილი;
27-30 ივნისი - აჭარის ღია პირველობა, ხელვაჩაურის სასოფლო სკოლა - I ადგილი;
თბილისობა - II ადგილი
ლევან ჩიტიშვილი
თბილისის თასი - I ადგილი;
პირველ ეტაპზე მშვილდოსნების შერჩევა მათი შესაძლებლობების შემოწმებით ხდება, რეგისტრაციის გავლა შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს. გუნდის მთვარი მწვრთნელი არის FITA-ს I ხარისხის სერთიფიცირებული მწვრთნელი, ოლიმპიური კომიტეტის სერთიფიკატის მფლობელი დავით თევდორაძე.