საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაგიდის ჩოგბურთის სექცია გაიხსნა 1990-იან წლებში, თსუ-ის მაგიდის ჩოგბურთელთა გუნდი მონაწილეობას იღებს საქართველოს უნივერსიადაში, სადაც 2005 და 2006 წელს დაიკავა I ადგილი. თსუ-ის გუნდმა ასევე I ადგილი დაიკავა თურქეთში, ყარსის უნივერსიტეტში გამართულ უნივერსიადაზე.

2013 წლის 3 ივნისს გაიმართა უნივერსიადა მაგიდის ჩოგბურთში, სადაც თსუ-მა II ადგილი დაიკავა.

2014 წელს გამართულ უნივერსიადაზე გოგონათა გუნდმა დაიკავა I ადგილი გუნდურ პრინციპში და მე-3 ადგილი ინდივიდუალურში

    2015 წელი                                   

სტუდენტური დღეები - შერეული წყვილი (გოგო, ვაჟი) III ადგილი.

უნივერსიადა - ვაჟები (გუნდური) I ადგილი;

უნივერსიადა - გოგონები (გუნდური) II ადგილი;

უნივერსიადა - გოგონები I ადგილი.

   2016 წელი

სტუდენტური დღეები - შერეული წყვილი(გოგო, ვაჟი)  I ადგილი.

უნივერსიადა - გოგონები I ადგილი.

სტუდენტური ოლიმპიადა - გოგონები I ადგილი.

სტუდენტური ოლიმპიადა - ვაჟები I ადგილი.

პირველ ეტაპზე სექციაზე დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერ სტუდენტს, რომელთაგან მოხდება საუკეთესო ფიზიკური მონაცემების მქონე სტუდენტების შერჩევა და გაწვრთნა. გუნდის მთავარი მწვრთნელი - დავით თევდორაძე.