თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტური კაპელა შეიქმნა 2015 წელს. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და
მოიცავს ქართული, ევროპული, აფრო-ამერიკული და თანამედროვე საგუნდო მუსიკის ნიმუშებს.
დაარსების დღიდან გუნდი ყოველწლიურად მონაწილეობს საერთაშორისო
ფესტივალებსა და ეროვნულ კონკურსებში:
2015-2019 წლებში კაპელამ ზედიზედ ოთხჯერ მოიპოვა ოქროს მედალი და ლაურეატის წოდება „საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნულ კონკურსებზე’’, გაიმარჯვა ნომინაციებში: „ა კაპელა ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ (ორჯერ), „ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის“, „ჟიურის სიმპათია“, ხოლო კაპელის დამაარსებელი და დირიჟორი, ლაშა მიროტაძე 2018 და 2019 წლებში დასახელდა კონკურსის საუკეთესო დირიჟორად.
2017 წელს გუნდმა I ადგილი დაიკავა საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში
,,Fiestalonia-Georgia’’.
ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ბაქოში გამართულ უზეირ ჰაჯიბეილის სახელობის
საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში, 2018 და 2019 წლებში კი - თბილისის
საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში.
2019 წლის სექტემბერში სტუდენტურმა კაპელამ მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში
გამართულ მე-8 საერთაშორისო საგუნდო მუსიკის კონკურსში ,,მუსიკა და ზღვა“,
სადაც ძალიან დიდი წარმატებით წარსდგა მსმენელისა და ჟიურის წინაშე, გუნდმა
მოიპოვა გრან-პრი.
თსუ-ს სტუდენტური კაპელა აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტისა და ქალაქის
მუსიკალურ ცხოვრებაში.
გუნდში მოხვედრა შეუძლია შესაბამისი მუსიკალური მონაცემების მქონე თსუ-ს ყველა სტუდენტს.