საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

1918 წლის 25 აგვისტოს პროფესორ გიორგი ნიკოლაძის თაოსნობით, საქართველოში პირველად, შეიქმნა სატანვარჯიშო სპორტული საზოგადოება „შევარდენი“, რომელიც აერთიანებდა მძლეოსნობის, ძალოსნობის, ფარიკაობის, ჩოგბურთის, სროლის სექციებს, სექციებში ჩაბმულნი იყვნენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტობა, ასევე მოსწავლები თბილისის სხვადასხვა გიმნაზიებიდან 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ათლეტიზმის სექცია 1960-იან წლებში დაარსდა კონსტანტინე ზაუტაშვილის მიერ.

1980 წელს შეიქმნა ათლეტიზმის კლუბი „ამირანი“, რომელიც 2007 წლიდან უნივერისტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის  შემადგენლობაშია.  თავისი მოღვაწეობის მანძილზე ათლეტიზმის კლუბმა მრავალჯერ მოიპოვა საერთაშორისო ტურნირების პირველობა, 1993 წელს ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიო ჩემპოინატზე 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი, 1994-1995 წლებში 10 ოქროს და 2 ვერცხლის მედალი, 1997-2011 წლებში აშშ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატებზე 36 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი.

2013 წლის 23 თებერვალს აშშ-ში ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბორდენტაუნში მსოფლიო თასის გათამაშებაზე ვეტერენებში მოასპარეზე ზურაბ ჭავჭანიძემ გაიმარჯვა 125 კგ-მდე წონით კატეგორიაში წოლჭიმსა და გამეორებებით წოლჭიმში, ორივე სახეობაში დაამყარა მსოფლიო რეკორდები.

2013 წლის 11-16 დეკემბერს ფინეთის ქალაქ ტამპერეში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდსა და ორჭიდში, აგრეთვე წოლჭიმსა და ამოწევაში, სადაც თსუ-ის გუნდი საქართველოს სახელით მონაწილეობდა. გუნდის წევრებმა მოიპოვეს 11 ოქროს, 2 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი, დაამყარეს 24 მსოფლიო რეკორდი.

მთლიანად 2013 წლის განმავლობაში თსუ-ის გუნდმა მოიპოვა 100-მდე მედალი, მათ შორის - 65 ოქროსი.

2015 წელს 23, 24, 25 და 26 აპრილს, მსოფლიოს გლობალური Powerlifting-ის ალიანსის ეგიდით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ჩატარდა ევროპის ღია ჩემპიონატი ძალისმიერ სამჭიდში, ძალისმიერ ორჭიდში, წოლჭიმსა და ამოწევაში, შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდა 25 ქვეყნის 300 სპორტსმენი. თსუ-ის გუნდმა ჯამში 22 ოქროს მედალი მოიპოვა.

2016 წელს Powerlifting-ში მსოფლიო თასის ჩემპიონატზე თსუ-მა 9 ოქროს მედლით გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა.

კლუბის პრეზიდენტია ზურაბ ჭავჭანაძე.

ათლეტიზმის სექციაში გაწევრიანება შეუძლია უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს.