საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

საერთაშორისო სტანდარტების ინტერდისციპლინური კვლევების მხარდასაჭერად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში SMART-LAB-ები - SMART|EDM_Lab და SMART|AtmoSim_Lab ფუნქციონირებს.

 

SMART|EDM_Lab ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, მედიცინის, გამოყენებითი კვლევებისა და ტექნოლოგიის მიმართულებებში მოწინავე კვლევით ლაბორატორიას წარმოადგენს, რომლის მიზანია საერთაშორისო სტანდარტების კვლევებისა და უახლესი, მომავლის ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა. SMART|EDM_Lab-ში მიმდინარე სამუშაოები თავის მხრივ დაეხმარება ქართველ სტუდენტებს თანამედროვე ექსპერიმენტული ფიზიკის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში, რაც მოიცავს ელექტრონიკას, პროგრამირებას, კომპიუტერულ ტექნიკას, მექანიკურ და პროგრამულ ინჟინერიას, მონაცემთა სტატისტიკურ ანალიზს, ფიზიკური პროცესების მოდელირებას და სხვა.

 

SMART|AtmoSim_Lab ლაბორატორია სპეციალიზებულია ატმოსფეროს კვლევებზე და აწარმოებს ატმოსფეროს ქიმიურ ანალიზს. ლაბორატორიაში მიმდინარეობს ჰაერის ნიმუშების აღება, ანალიზი და მათემატიკური სიმულაციების შედგენა, ატმოსფეროს დეტალური შესწავლა და მოდელირება. AtmoSim ლაბორატორია, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს, არის იდენტური იულიხის ლაბორატორიის - IEK. იგი სწორედ, იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრის ენერგიებისა და კლიმატის ინსტიტუტის ტროპოსფეროს (FZJ IEK-8) ლაბორატორიისა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმა.