თსუ-ში კვლევის მენეჯმენტს და ადმინისტრირებას ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. დეპარტამენტი მხარს უჭერს ფაკულტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს გარე დაფინანსების მოპოვებაში და ხელს უწყობს დინამიური, მაღალი ხარისხის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი სამეცნიერო გარემოს განვითარებას.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
- მაღალი გავლენის მქონე, საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი და ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა
- კვლევისა და ინოვაციის ეკოსისტემის მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება
- ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერება
- კვლევის, განათლებისა და ინოვაციის ინტეგრაციის ხელშეწყობა
- კვლევითი გრანტების სრული ციკლის მხარდაჭერა, მათ შორის:
- საპროექტო განაცხადების მომზადება და შესაბამისობის შემოწმება
- განაცხადების წარდგენის ავტორიზაცია
- ხელშეკრულებების შეთანხმება და გრანტების ადმინისტრირება
- კვლევითი საქმიანობის შედეგების მონიტორინგი და ანალიზი მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომების გამოყენებით
- კვლევასთან დაკავშირებული პოლიტიკის შემუშავება და სტრატეგიული რეკომენდაციების მიწოდება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის
- სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზება და მხარდაჭერა
- ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობებისა და პარტნიორობების მხარდაჭერა
- კონსულტაციის გაწევა საპროექტო განაცხადების მომზადების, დაფინანსების შესაძლებლობებისა და პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე