პროექტ INTEGRITY-ის ფარგლებში უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აქტიური ჩართულობით 2018-2020 წლებში აკადემიური კეთილსინდისიერების ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმა და განხორციელდა პიარ კამპანია ადმინისტრაციული, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
აღნიშნული პიარ-კამპანიის ფარგლებში:
- დამზადდა ბლოკნოტები და საწერი კალმები წარწერით „არა პლაგიატს, „No plagiarism”;
- შეიქმნა სარეკლამო პოსტერები, ბანერები და ფლაერები, რომელთა განთავსება მოხდა უნივერსიტეტის თერთმეტივე სასწავლო კორპუსში და ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც მიმდინარეობს საგამოცდო სესიები. ფლაერები მიეწოდა ფაკულტეტების ადმინისტრაციასა და სტუდენტთა მომსახურების ცენტრებს, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკების სამკითხველო დარბაზებს;
- შესაბამისი სამიზნე ჯგუფებისთვის მიმდინარეობდა ინფორმაციის სისტემატიური მიწოდება უნივერსიტეტის საკომუნიკაციო არხების მეშვეობით: ვებ-გვერდით, ელექტონული ფოსტით, „Facebook“ და „YouTube“ სოციალური ქსელებით.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით თსუ-ს სტუდენტურმა თვითმართველობამ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმა და განახორციელა სტუდენტური პროექტი „კამპანია პლაგიატის წინააღმდეგ“. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი მოიცავდა ისეთ აქტივობებს როგორიცაა: თსუ-ს შვიდივე კორპუსში სტუდენტური აქციისა და პლაგიატის საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიის გამართვა, პლაგიატის საწინააღმდეგო ფლაერების, საინფორმაციო მასალებისა და სასაჩუქრე ბრენდირებული ატრიბუტიკის (მაისური, ჩანთა, კალამი, ბროშები) დარიგება, პლაგიატის თემაზე სტუდენტური ვიქტორინის ჩატარება, ანიმაციური კლიპის მომზადება (იხ. სიახლეებში).
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მხარდაჭერით თსუ-ს სტუდენტურმა თვითმართველობამ 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმა და განახორციელა სტუდენტური პროექტი „კამპანია პლაგიატის წინააღმდეგ“. კამპანიის ფარგლებში სტუდენტების ჩართულობით მომზადდა ანიმაციური კლიპი, რომელშიც განმარტებულია თუ რა არის პლაგიატი და როგორ ავარიდოთ თავი მას, ხაზგასმულია ციტირებისა და პერიფრაზირების მაგალითები. კლიპის მიზანია სტუდენტებში აკადემიურ კეთილსინდისიერებაზე ცნობიერების ამაღლება და პოზიტიური მესიჯების გავრცელება. კლიპი მომზადდა ერაზმუსის ინსტიტიუციური განვითარების პროექტ „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ფარგლებში.