საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ხარისხიანი სწავლებისა და სწავლისთვის“ (INTEGRITY) ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გათვალისწინებით სწავლისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად უნივერსიტეტის პოლიტიკისა და შესაბამისი ინსტრუმენტების შემუშავება.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად 2018-2020 წლებში საუნივერსიტეტო პოლიტიკის დახვეწის მიზნით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

 

აკადემიური კეთილსინდისიერების საუნივერსიტეტო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება

2019-2020 წლებში თსუ-ს რექტორის ბრძანებით  შეიქმნა სამუშაო ჯგუფი აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლებასთან დაკავშირებული მარეგულირებელი დოკუმენტების  მოდიფიცირებისა და შექმნის მიზნით.  სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ შემუშავდა და აკადემიურ საბჭოზე დამტკიცდა „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტი“ (იხ. დადგენილება 37/2020). პოლიტიკის დოკუმენტში გაცხადებულია უნივერსიტეტის ხედვები ისეთ საკითხებთან მიმართებით როგორიცაა:  აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპისა და ღირებულებების დაცვა, მათი დარღვევის გამოვლენა და თანმდევი შედეგები, პრევენციული ღონისძიებები და სხვ. 

 

 

უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების განახლება

სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების კუთხით გაანალიზდა  უნივერსიტეტში არსებული რეგულაციები და ინსტრუმენტები. შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით განახლდა და უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების პოლიტიკის დოკუმენტთან თანხვედრაში მოვიდა „ეთიკის კოდექსი“ (აკად. საბჭოს ლინკი), შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები (აკად. საბჭოს ლინკი) და „დებულება აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“.

 

 

საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების გზამკვლევების მოდიფიცირება

2019-2020 სასწავლო წლის განმავლობაში ფაკუტეტების ხარისხი უზრუნველყოფის სამსახურების კოორდინაციით განახლდა და ფაკულტეტების საბჭოებზე დამტკიცდა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების გზამკვლევები. გზამკვლევების მოდიფიცირების საფუძველს წარმოადგენდა INTEGRITY-ის პროექტის ფარგლებში შემუშავებული და განახლებული  შიდასაუნივერსიტეტო  სამართლებრივი აქტები და ამ აქტებში უნივერსიტეტის მიერ გაცხადებული აკადემიური კეთილსინდისიერების ღირებულებები.

 

 

ცვლილებები აკადემიური წერის სასწავლო კურსებში

პროექტის ფარგლებში პარტნიორი რუეჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორის მაილს ბერის მიერ შემუშავდა რეკომენდაციები აკადემიური წერის სილაბუსების განვითარებასთან დაკავშირებით. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა შვიდივე ფაკულტეტზე არსებული აკადემიური წერის სილაბუსების მოდიფიცირება, ზოგ შემთხვევაში კი ახალი სილაბუსების შემუშავება. განახლებული და ახალშემუშავებული სილაბუსები დამტკიცდა 2019 წლის 4 აპრილის აკადემიურ საბჭოზე (დადგენილება N44/2019 და დადგენილება N43/2019). 

 

 

 

ცვლილებები საგანმანათლებლო პროგრამებში

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე ცვლილებები შეეხო საგანმანათლებლო პროგრამებსაც. ამ მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით შემუშავდა და აკადემიურ საბჭოზე დამტკიცდა დადგენილება N100/2019 “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების  დაგეგმვის, შემუშავების, შეფასებისა და განვითარების პროცედურა”. დადგენილების საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამებსა და სასწავლო კურსებში ღირებულებებისა და ავტონომიის სწავლის შედეგის განუყოფელი ნაწილი გახდა აკადემიურ კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული საკითხების აქცენტირება. ამასთან, 2019 წლიდან უნივერსიტეტში შემუშავებულ და/ან განახლებულ ყველა სასწავლო კურსს დაემატა სავალდებულო ჩანაწერი აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის თაობაზე (დადგენილება N16/2020).