საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვებინარი "ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავირუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში"

2020 წლის 15 ივლისს, 18:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმე გამართა ვებინარი, რომლის მთავარი თემა იყო კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გავლენა ინკლუზიისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე უმაღლეს განათლებაში.


ვებინარის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები:

  • როგორ უნდა უზრუნველყონ უნივერსიტეტებმა სტუდენტების თანასწორობა და ინკლუზია ელექტრონული სწავლების პროცესში Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისას?
  • როგორ უნდა შეიქმნას ინკლუზიური ვირტუალური სწავლების გარემო?
  • როგორ უნდა შენარჩუნდეს უნივერსიტეტში ინკლუზიური, მხარდამჭერი და პოზიტიური კლიმატი პანდემიის და პანდემიის შემდგომ პერიოდში?

 

ვებინარის მოდერატორი:

ასოცირებული პროფესორი ირმა გრძელიძე - თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი.

 

ვებინარის მომხსენებლები:

 

▪ დოქტორი ადელა დე ლა ტორე - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტის თქმით პანადემიის მასშტაბურობა სრულიად მოულოდნელი იყო და სწრაფი რეაგირედა დასჭირდა თითოეულ უნივერსიტეტს მსოფლიოს მასშტაბით. მისი თქმით, სან დიეგოს უნივერსიტეტი მსგავსად მსოფლიოს უნივერსიტეტებისა დადგა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება, შიში ტექნოლოგიების გამყენებისადმი, ინფრასტრუქტურის განვითარება, ზუმში უსაფრთზოების დაცვა, სწავლების მოდალობის ცვლილება, ვირტუალურ სივრცესთან მორგება, პირისპირ კომუნიკაციის არქონით გამოწვეულ დეპრესიასთან განმკლავება და ა.შ.  „ჩვენ გამოვყავით ვირტუალური სივრცეები სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფისთვის, რათა თავი ეგრძნოთ კომფორტულად და გახსნილად ესაუბრათ იმ საკითხებზე, თუ რაც იწვევს მათ იმედგაცრუებასა და შეშფოთებას“.


▪ დოქტორი გიორგი შარვაშიძე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

თსუ-ს რექტორის ბ-ნი გიორგი შარვასიძის თქმით არავინ იყო მზად დღესდღეობით შექმნილი სიტუაციითვის, მაგრამ უნივერსიტეტმა მსგავსად მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტბსა სწრაფად უპასუხა პანდემიის გამოწვევებს რესურსების მობილიზებით. მან ყურადღება გაამახვილა დისტანციური სწავლების პროცესში სტუდენტებისთვის ისეთი სერვისების შეთავაზებაზე, რაც უზრუნველყოფს თითოეული მათგანის სასწავლო პროცესში ჩართულობასა და განათლების თანაბრად ხელმისაწვდომობას. „ჩვენ უმარავი განხილვა გვქონდა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად ისეთ საკითხებზე როგრიცაა საზოგადოებრივი მრავალფეროვნება, თანასწორობა, განათლებაზე ხემისაწვდომობა და  მთალი სიცოცლის მანძილზე სწავლა. დღესდრეობით კი არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ამ განხილვების გააქტიურება, რათა არცერთი სტუდენტი არ დარჩეს სასწავლო პროცესის მიღმა“.
 

▪ დოქტორი ფრანს სნაიდერსი - საერთაშორისო განყოფილების დირექტორი, ვრიჟეს უნივერსტეტი (ამსტერდამი)
დოქტორ ფრანს სნაიდერმა ხაზი გაუსვა ამსტერდამის უნივერსიტეტის ინტერნაციონალურობას, მრავალდარგობრივობასა და ამ მხრივ სწავლების განხორციელების პროცესში წარმოჭრილ გამოწვევებს. მისი თქმით, დასაწყისში ონლაინ ლექციები შეიძლება არ ტარდებოდა პროფესიონალურ დონეზე, მაგრამ მალე დახვეწეს როგორც ტექნოლოგიები ისე სერვისების შეთავაზების პროცესები. უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ სტუდენტთა მხარდაჭერის აქტივობებს იყო ეს სწავლის დაწყების თარიღის ცვლილება, გადასახადის შემცირება 5000-დან 2000 ევრომდე, გამოცდების გამარტივება და სხვ., დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუდენტების მხრიდან. „პნადემიის მდგომარეობის მიუხედავად, სტუდენტებს რომლებსაც არ ჰქონდათ სახლის პირობებში შესაბამისი პირადი სივრცე მეცადინოებისთვის, უნივერსიტეტმა  შესთავაზა სასწავლო სივრცეები დაწესებულების ბაზაზე“.

 

▪ პროფესორი ჯეფრი საქსი - მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტი

პროფესორმა ჯეფრი საქსმა ყურადღება გაამახვილა პანდემიის კონტროლის პროცესში უნივერსიტეტების როლზე და სოცილაუირ პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, საზოგადოების განვითარებისთვის, საზოგადო პრობლემების გადაჭრის, მაგ. როგორიცაა კლიმატის ცვლილებები, პანდემიის წინააღმდებ ბრძოლა, დაავადებების კონტროლი და სხვ., გადამწყვეტი როლი აქვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და უნივერსიტეტების გაერთიანების, გლობალური ქსელის შემქნას. „მჯერა, მთავრობები მიხვდებიან, რომ უნივერსიტეტები უნდა იდგნენ პრობლემების გადაჭრის წინა ხაზზე, რადგან მთავრობა როგორც წესი არ არის კომპეტენტური ტექნიკურ სფეროში ამ თანამშრომლობის გარეშე“.

თარიღი: 16/07/2020