ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 2022 წლის 10, 11 და 12 ოქტომბერს მართავს საერთაშორისო სემინარს "ხარისხის შიდა უზრუნველყოფა: პერსპექტივები და გამოწვევები".
სემინარზე განხილული იქნება ირლანდიის ხარისხის შიდა უზრუნველყოფის მოდელი, სადოქტორო განათლების ხარისხის უზრუნველყოფა და ონლაინ სწავლების ხარისხის უზრუნველყოფა.
სემინარზე მოხსენებებს გააკეთებენ და სამუშაო შეხვედრებს გამართავენ:
ირლანდიის ოთხი (University of Limerick, Dublin City University, Mary Immaculate College, South East Technological University) უნივერსიტეტის წარმომადგენლები;
ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციისა და სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) წარმომადგენლები;
უკრაინის უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების წარმომადგენლები;
ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სემინარის სამუშაო ენა - ინგლისური.
სემინარის დღის წესრიგი იხილეთ აქ.
სემინარზე დასწრების მსურველებს 6 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ რეგისტრაცია გაიარონ შემდეგ ბმულზე.