საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები

სოციოლოგთა სწავლების უმთავრეს ამოცანას სტუდენტებში სოციოლოგიური წარმოსახვის განვითარება წარმოადგენს. სოციოლოგიური წარმოსახვის განვითარება კი თითქმის იგივეა, რაც სოციოლოგიური თეორიების შესწავლა. თანამედროვე სოციოლოგიური თეორიები ცხოვრებისეულ, საარსებო და საჭირბოროტო მნიშვნელობის მქონე სოციალურ კითხვებზე გვაძლევს პასუხს. „თანამედროვე სოციოლოგიური თეორიების“ სახელმძღვანელოს ჩვენ მეოცე საუკუნის სამოციან წლებში, განსაკუთრებით, 1968 წლის სტუდენტური გამოსვლების შემდგომ პერიოდში, სამოღვაწეო ასპარეზზე გამოსული თაობის წარმომადგენელთა შრომების/შეხედულებების ანალიზით ვიწყებთ: ნიკლას ლუმანი, თავისი აუტოპოესისურ სოციალურ სისტემათა თეორიით; იურგენ ჰაბერმასი, თავისი კომუნიკაციური მოქმედების თეორიით; ნორბერტ ელიასი – ფიგურაციის თეორიით (ის ერთადერთი გამონაკლისია, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა, მაგრამ აღიარებული მეორე ნახევარში გახდა); პიერ ბურდიე, თავისი პრაქსისის თეორიითა თუ ჰაბიტუსის, სოციალური ველის თეორიით; ენტონი გიდენსი – სტრუქტურაციის თეორიითა თუ გვიანდელი, მაღალი მოდერნის მოძღვრებით; მანუელ კასტელსი – ინფორმაციონალიზმის და ულრიხ ბეკი – რისკის საზოგადოების თეორიით; ზ. ბაუმანი – ჰოლოკოსტისა და მოდერნის თეორიით; ჯ. რიტცერი – ფორმალური რაციონალობის ოთხი მახასიათებლით. სტრუქტურალისტები – ალთიუსერი და გოდელიე – სოციალური სტრუქტურების ნეომარქსისტული გაგებით. პოსტსტრუქტურალისტები – განსაკუთრებით, მიშელ ფუკო, თავისი დისკურსისა და ეპისტემეს კატეგორიებით, ძალაუფლებისა და ცოდნის დამოკიდებულების ნიცშეანური მიდგომით. პოსტმოდერნისტები – „დიდი ნარატივების“ თავიანთი კრიტიკით, ფრაგმენტულობისა თუ ნიშანთა აფეთქების, სიმულაკრების ანალიზით. ჯეფრი ალექსანდერი – „კულტურალური სოციოლოგიით“, რომელიც, უდავოდ, ახალ სიტყვას წარმოადგენს თანამედროვე უახლესი სოციალური თეორიების განვითარებაში. ფემინისტური სოციოლოგია – ქალთა პოზიციებიდან დანახული სოციალური სამყაროს თეორიით; პიოტრ შტომპკას „მესამე ანუ ვიზუალური სოციოლოგიით“, დაბოლოს, ლიუკ ბოლტანსკის და ლორან ტევენოს პრაგმატისტული მობრუნების სოციოლოგიით დამთავრებული. სახელმძღვანელო ითვალისწინებს თეორიული სოციოლოგიის სფეროში არსებულ ავტორიტეტულ დასავლურ და ქართულ ანალოგიურ გამოცემებს. ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე სახელმძღვანელო გარკვეულ წვლილს შეიტანს ქართველი პროფესიონალი სოციოლოგების მომზადებაში და არც საზოგადოების სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ კულტურული პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველს დატოვებს გულგრილს.

isbn : 978-9941-13-862-1
ფასი: 0₾



მსგავსი წიგნები