ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება
პროგრამის ავტორები
რუსუდან სანაძე - ასოცირებული პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
განათლების მეცნიერებების მაგისტრი / Master of Education Sciences
სწავლების ენა
ინგლისური ენა
პროფესიული განათლების მკვლევარების, ლიდერებისა და პრაქტიკოსების განათლება, რომლებსაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ პროფესიული განათლების, ადამიანური განვითარებისა და განათლების სისტემების განვითარებასა და რეფორმაში ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეებზე; წვლილი შეიტანოს ცოდნის ბაზის, პოლიტიკისა და ინსტიტუტის განვითარებაში პროფესიული განათლების სფეროში, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას ეროვნულ დონეზე. პროგრამა ხელს შეუწყობს პროგრამის დაინტერესებულ მხარეებსა და სექტორში ადამიანური კაპიტალის შემდგომი გაცვლის პლატფორმის შექმნას.
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი
- საერთო სამაგისტრო გამოცდა
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება
- მოტივაცია, ლიდერული და ინტერპერსონალური უნარები (შემოწმდება გასაუბრებით და სამოტივაციო წერილით)
- უპირატესობა მიენიჭებათ ამ მიმართულებით გამოცდილების მქონე და გერმანული ენის მცოდნე აპლიკანტებს
- პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
- დამოუკიდებლად ჩაატაროს კვლევა პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროებში ადგილობრივი და საერთაშორისო კონტექსტების გათვალისწინებით;
- პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების პოლიტიკის შექმნა, შეფასება და დაგეგმვა ეროვნული და საერთაშორისო გამოცდილების გამოყენებით;
- დაგეგმოს და კოორდინაცია გაუწიოს პოლიტიკის განხორციელებას მმართველობისა და მართვის დონეზე
- მართოს ერთეული პროფესიული განათლების პოლიტიკისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც სტანდარტულ, ისე ცვალებად გარემოში.
პროგრამის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ დასაქმდნენ მენეჯერულ და პედაგოგიურ პოზიციებზე პროფესიული განათლების დაწესებულებებში, პროფესიული განათლების
მხარდაჭერის ეროვნულ და საერთაშორისო ინსტიტუტებში ან პროფესიული განათლების დამზადებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებში.