პროგრამის სახელწოდება - საჯარო მმართველობა
საფეხური - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
სწავლების ენა - ინგლისური, ქართულენოვანი კომპონენტებით
კვალიფიკაცია - საჯარო მმართველობის მაგისტრი (Master of Public Administration)
სწავლების ხანგრძლივობა - 4 სემესტრი
ECTS - 120
სწავლების გადასახადი - 5850
პროგრამის განხორციელების ადგილი - თსუ II კორპუსი, ჭავჭავაძის 3
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული - იურიდიული ფაკულტეტი
საკონტაქტო პირი
პროგრამის ხელმძღვანელი: პროგრამის ხელმძღვანელობა მიმდინარეობს კოლეგიალურ საფუძველზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან - ირაკლი ბურდულისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ.
პროგრამის კოორდინატორი: თამარ ბერიშვილი
პროგრამის სტრუქტურა:
კურსის სტატუსი ECTS-მოცულობა
სავალდებულო საუნივერსიტეტო
სავალდებულო დარგობრივი 110
არჩევითი დარგობრივი 10
დამატებითი პროგრამა (minor)
სულ 120
A. პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე საჯარო მმართველობის სფეროში განვითარების ტენდენციებზე, მის ხარვეზებსა და სრულყოფის გზებზე, ევროკავშირის გავლენაზე ქართულ პრაქტიკაზე, საჯარო მმართველობის მიმართულებით თანამედროვე მეთოდოლოგიურ პრინციპებზე, კვლევის მეთოდებზე, აკადემიური პატიოსნების წესებსა და პროფესიული სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად პრინციპებზე.
B. პროგრამის მიზანია სტუდენტს გააცნოს საჯარო მმართველობის თანამედროვე მიმართულებების ძირეული ასპექტები, როგორც ნაციოლნალურ ისე საერთაშორისო დონეზე.
C. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს კანონმდებლობის, ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკურ სპექტრის და მათი თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის, ნოვაციების, უახლესი მეცნიერული კვლევების ანალიზის და ეროვნული პრაქტიკის სრულყოფის თაობაზე საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური დასკვნის შემუშავების უნარი;
D. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს საჯარო მმართველობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლის ნორმების პროფესიულ დონეზე განმარტების, სტრატეგიული მიდგომების და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციური გზების მოძიებისა და გამოყენების, ასევე, აღნიშნული პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ კვლევის განხორციელების უნარი.
E. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს სამართლის, ეკონომიკის და პოლიტიკურ სფეროში აქტუალურ პრობლემების ამოცნობის, მისი გადაწყვეტის შესაბამისი გზის შემუშავების უნარი.
F. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების გადმოცემის უნარი.
G. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს სხვადასხვა წყაროდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და საჯარო მმართველობის სფეროში სწავლის დამოუკიდებლად წარმართვის უნარი.
H. პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს აკადემიური პატიოსნების წესების, სამეცნიერო კვლევის ეთიკური შედეგების, პროფესიული ეთიკის სტანდარტების აღიარებისა და პატივისცემის უნარი.
• ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის, ეკონომიკის, ისტორიის, ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერების დარგში
• საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევა
• ინგლისური ენა (B2 დონე)
• გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) გერმანელ და ქართველ პროფესორებთან
პროგრამის შედეგები
იცნობს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე საჯარო მმართველობის (სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკა, მენეჯმენტი) სფეროში განვითარების ტენდენციებს, მის ხარვეზებსა და სრულყოფის გზებს, ევროკავშირის გავლენას ქართულ პრაქტიკაზე, საჯარო მმართველობის თანამედროვე მეთოდოლოგიურ პრინციპებს, კვლევის მეთოდებს, დარგობრივი სამეცნიერო ტექსტების შექმნის ძირითად პრინციპებს.
იცნობს თანამედროვე მიმართულებების ძირეულ ასპექტებს, როგორც ნაციოლნალურ ისე საერთაშორისო დონეზე. მაგალითად, როგორიცაა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი, სტრატეგიული მართვის მენეჯმენტი, მოლაპარაკების ტექნიკა, ცვლილებების მენეჯმენტი, გადაწყვეტილების მიღების ტექნიკა და ელექტრონული მმარველობა.
აანალიზებს მოქმედ კანონმდებლობას, ეკონომიკას, სოციალურ-პოლიტიკურ სპექტრს და მათ თანამედროვე ეროვნულ და საერთაშორისო პრაქტიკას, ნოვაციებს, უახლეს მეცნიერულ კვლევებს და ეროვნული პრაქტიკის სრულყოფის თაობაზე შეიმუშავებს საკუთარ კომპლექსურ და ორიგინალურ დასკვნებს;
განმარტავს საჯარო მმართველობის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლის ნორმებს პროფესიულ დონეზე, იყენებს სტრატეგიულ მიდგომებს და/ან პრობლემის გადაჭრის ინოვაციურ გზებს, ასევე ახდენს კვლევას აღნიშნული პრობლემის გადაჭრის საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ.
ამოიცნობს სამართლის, ეკონომიკის და პოლიტიკურ სფეროში აქტუალურ პრობლემებს, შეიმუშავებს მისი გადაწყვეტის შესაბამის სამეცნიერო გზებს, გეგმავს სამეცნიერო-კვლევით პროცესს და აკადემიური ეთიკის სტანდარტების დაცვით შეიმუშავებს შედარებით კვლევის მეთოდზე დაფუძნებულ სამეცნიერო კვლევით პროექტს/ნაშრომს.
მსჯელობს როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო აკადემიურ, კომპლექსურ და პროფესიულ საზოგადოებასთან საკუთარი კვლევის შედეგების, დასკვნებისა და არგუმენტების თაობაზე, აკადემიური კეთილსინდისირების პრინციპების დაცვით, წერითი და ზეპირი ფორმით;
ავლენს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის უცხოური საინფორმაციო რესურსებიდან, პირველადი მონაცემების, უახლესი ინფორმაციის ავტონომიურად მოძიებისა და საჯარო მმართველობის სფეროში სწავლის დამოუ¬კი¬დებ¬¬ლად წარმართვის უნარს.
იცავს და პატივს სცემს აკადემიური პატიოსნების წესებს, სამეცნიერო კვლევის ეთიკურ შედეგებს, პროფესიული ეთიკის სტანდარტებს; მონაწილეობს პროფესიული ცოდნის, პრაქტიკისა და ღირებულებების განვითარებაში.