ნუგზარ სურგულაძე
დაიბადა 29.11.1950 წელს თბილისში.
2010 წლის 17-31 აგვისტო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი.
1972 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით.
1976-1984 წლებში გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
1984-1993 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
1993-2006 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
2010 წლიდან დღემდე - იურიდიული ფაკულტეტის ძველი ქართული სამართლის, რომანისტიკისა და სამართლის ისტორიის სასწავლო/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.
2003 წლიდან თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
არის 52 სამეცნიერო ნაშრომის, 6 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს ავტორი.
გახლდათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოსა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
კითხულობდა და კითხულობს სალექციო კურსებს: 1. ქართული სამართლის ისტორია; 2. ქართულ სამართლებრივ მოძღვრებათა ისტორია; 3. ისლამური სამართალი; 4. რომის სამართლის საფუძვლები; 5. საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის ისტორია; 6.შესავალი სამართლის ფილოსოფიაში.