ქართული ენის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიზანია ძველი და ახალი ქართული სალიტერატურო ენის მონაცემების, უმწერლობო ქართველური ენების (მეგრული, ლაზური, სვანური), ქართული ენის დიალექტების შესწავლა სტრუქტურულ-სემანტიკური, ფუნქციურ-სტილისტური თვალსაზრისით; ასევე, ძველი და საშუალი ქართული ენის წერილობითი ძეგლების დოკუმენტირება და კვლევა ტექსტოლოგიურ-ფილოლოგიური და ლინგვისტური კუთხით; ლინგვისტური ექსპედიციების მოწყობა − მუშაობა ველზე უმწერლობო ქართველური ენების, ქართული ენის დიალექტური მასალის, ძველი და საშუალი ქართულის წერილობითი წყაროების შესაკრებად; მოპოვებული სინქრონიული ვითარების ამსახველი ემპირიული მასალის დამუშავება და ჩართვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებსა და სამეცნიერო კვლევაში; შუა საუკუნეების ქართული თარგმანების (უპირატესად, ბიბლიურ წიგნთა ძველი ქართული ვერსიების) ტექსტოლოგიური და ენობრივ-სტილისტური კუთხით კვლევა და კვლევის შედეგების ასახვა საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამებში, კერძოდ: ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო, ქართველური ენათმეციერების სამაგისტრო, შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგიის სამაგისტრო და ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამებში (ქვედრაგები: ქართველური ენათმეცნიერება და ბიბლიის ფილოლოგია).
ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევების მიმართულებანი ინსტიტუტში შემავალი სამეცნიერო ერთეულების მიხედვით განისაზღვრება.
ახალი ქართული ენის კათედრა შეისწავლის:
- თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენას (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი);
- თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმების საკითხებს;
- ქართული ენის სტილისტიკას;
- ქართული ენის დიალექტებს;
- ქართულ ლექსიკოლოგიას;
- უმწერლობო ქართველურ ენებს: მეგრულს, ლაზურს, სვანურს.
ძველი ქართული ენისა და ტექსტოლოგიური კვლევების კათედრა შეისწავლის:
- ძველ ქართულ ენას;
- ქართული სალიტერატურო ენის ისტორიის საკითხებს;
- ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის საკითხებს;
- ძველი ქართული ენის წერილობით ძეგლებს ტექსტოლოგიური და ლინგვისტურ-ფილოლოგიური თვალსაზრისით.
ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეისწავლის ქართული და სხვა უმწერლობო ქართველური ენების ონომასტიკას (ტოპონიმებს, ჰიდრონიმებს, ანთროპონიმებს და სხვ.)
ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ორიონი“ შეისწავლის ძველ ქართულ ხელნაწერებს (უმთავრესად საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ ხელნაწერთსაცავებში დაცულ მანუსკრიპტებს) და გამოსაცემად ამზადებს მათ.