პერსონალის მე-9 საერთაშორისო კვირეული
2024 წლის 25-29 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა უმასპინძლა პერსონალის მე-9 საერთაშორისო კვირეულს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+ ფარგლებში. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროპის 9 ქვეყნის ავსტრია, გერმანია, ესპანეთი, იტალია, მალტა, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი) 17 ინსტიტუციის 21 წარმომადგენელმა.
მონაწილე უნივერსიტეტები:
- კრემსის უწყვეტი განათლების უნივერსიტეტი (ავსტრია)
- ევროპული უნივერსიტეტი ვიადრინა (გერმანია)
- ფრიდრიხ-ალექსანდერ-უნივერსიტეტი (გერმანია)
- როსტოკის უნივერსიტეტი (გერმანია)
- ზაარლანდის უნივერსიტეტი (გერმანია)
- მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- მიგელ ერნანდესის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ვიგოს უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- კადიზის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- კიეტი პესკარას უნივერსიტეტი (იტალია)
- ტრიესტეს უნივერსიტეტი (იტალია)
- მალტას უნივერსიტეტი (მალტა)
- ტიმიშოარის დასავლეთის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- რენის უნივერსიტეტი (საფრანგეთი)
- წმინდა კირილესა და მეთოდის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
- ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში (უნგრეთი)