საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პერსონალის მე-8 საერთაშორისო კვირეული

 

2024 წლის 7-11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა უმასპინძლა პერსონალის მე-8 საერთაშორისო კვირეულს, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის პროგრამა ERASMUS+ ფარგლებში. ღონისძიებამ გააერთიანა 11 ქვეყნის 18 ინსტიტუციის 30 წარმომადგენელი. კვირეულის განმავლობაში ქართველი და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ცოდნის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიაზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მახასიათებლებზე, სტუდენტებისა და პერსონალის მობილობის გავლენაზე ინდივიდუალურ და პროფესიულ დონეზე.

 

მონაწილე უნივერსიტეტები:

  • საერთაშორისო ბიზნესის სკოლა (ბულგარეთი)
  • გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ნორდჰაუზენი (გერმანია)
  • FAU ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი (გერმანია)
  • ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია)
  • ვიგოს უნივერსიტეტი (ესპანეთის სამეფო)
  • მალაგას უნივერსიტეტი (ესპანეთის სამეფო)
  • ნებრიხას უნივერსიტეტი (ესპანეთის სამეფო)
  • შავი ზღვის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი)
  • უშაკის უნივერსიტეტი (თურქეთი)
  • კიეტი პესკარას უნივერსიტეტი (იტალია)
  • კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
  • ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
  • აკადემია ნაუკ სტოსოვანიჰ ვშეჩნიცა პოლსკა (პოლონეთი)
  • პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია)
  • ალექსანდრუ იოან კუზას სახელობის იაშის უნივერსიტეტი (რუმინეთი)
  • წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტი ტრნავაში (სლოვაკეთი)
  • ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში (უნგრეთი)
  • ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (უნგრეთი)