საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში

„ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი 2026 წლის 2-3-4 თებერვალს გიწვევთ სამდღიან განაცხადის წერის ბანაკში.

 

განაცხადის წერის ბანაკის ფარგლებში მონაწილეებს ტრენინგებს ჩაუტარებენ საერთაშორისო ექსპერტები. აღნიშნული ბანაკში მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, რომ გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები საერთაშორისო ექსპერტებთან. განაცხადის წერის ბანაკი ორიენტირებული იქნება მეორე სვეტის კოლაბორაციულ კვლევით პროექტებზე, თუმცა დაფარავს ფონდის სხვა მიმართულებებსაც, მაგალითად, როგორიცაა მარია სკლადოვსკა-კიური (MSCA).

 

მონაწილეობა შეზღუდულია და მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ტრენინგი განკუთვნილია როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, ინოვაციური დაინტერესებული მხარეებისთვისა და ეროვნული საკონტაქტო პირებისთვის.

 

სამუშაო ენა: ინგლისური

სარეგისტრაციო ბმული: https://horizoneurope-georgia.service-facility.eu/.../reg...

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: horizoneurope@mes.gov.ge

 

 

თარიღი: 03/12/2025