საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის  ორგანიზებით  საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი დისკუსია გაიმართა. ღონისძიებაზე იაპონიასა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელი მიმოიხილეს, ასევე, შეაფასეს არსებული მიღწევები და განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპეტივები.

 

ღონისძიების გახსნას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა, პროფესორი კორნელი კაკაჩია, იაპონიის საელჩოს წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

2022 წელს საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების 30 წლისთავი აღინიშნება. უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებმა მჭიდრო პარტნიორობის ფორმა მიიღო, რამდენადაც იაპონია მუდმივად ამტკიცებს, რომ ის საქართველოსთვის განვითარების მიმართულებით სანდო პარტნიორი და კონტრიბუტორია. ასევე, იაპონია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მტკიცედ უჭერს მხარს.

 

დისკუსია წარიმართა პოლიტიკური ნარკვევის გარშემო, რომელიც დოქტ. მარიამ ბიბილაშვილმა, ცუკუბას უნივერსიტეტის იაპონური და ევრაზიული სწავლებების სპეციალური პროგრამის აფილირებულმა მკვლევარმა მოამზადა. აღნიშნული პოლიტიკის ნარკვევის მიხედვით, საქართველო-იაპონიის ურთიერთობების მთავარი გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა იაპონური ბიზნესებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესაძლებლობის გაძლიერება და იაპონია-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში ქვეყნის სანდო აქტორად ჩამოყალიბება. დისკუსია წარიმართება შემდეგი შეკითხვების გარშემო:


რა არის იაპონია-საქართველოს შორის ურთიერთობების მთავარი მიღწევები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში?

რა ახალ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის რეგიონში მიმდინარე პროცესები აღნიშნული პარტნიორობისთვის?

რა შეიძლება იყოს ახალი ინიციატივები და პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს?

თარიღი: 07/09/2022