საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მრავალფეროვნება რეალობაში“

ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებათა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების საყურადღებოდ.

თსუ კულტურის კვლევათა ინსტიტუტი, ლაიპციგის მოლდოვას ინსტიტუტთან (გერმანია) და იური ფედკოვიჩის სახელობის ეროვნულ უნივერსიტეტთან (ჩერნოვცი, უკრაინა) თანამშრომლობით, აცხადებს მონაწილეთა მიღებას პროექტში „მრავალფეროვნება რეალობაში. მუშაობა ეთნიკურ უმცირესობებთან უკრაინაში, საქართველოსა და გერმანიაში.”  პროექტი ეხება ეთნიკური ჯგუფების ინტეგრაციის საკითხებს სამ ქვეყანაში, მოიცავს საველე მუშაობასა და შეხვედრების ორგანიზებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით.

დეტალებს პროექტისა და მონაწილეობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტში.

გისურვებთ წარმატებებს!

თარიღი: 29/07/2021