საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის“ კონკურსის გამარჯვებული თსუ მეცნიერები და სტუდენტები

2017 წლის „მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი“ გრანდიოზული ღონისძიებით დასრულდა.

ღონისძიებაზე ფესტივალის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის წლის საუკეთესო მეცნიერები დაჯილდოვდნენ. ასევე, გამოვლინდნენ ფოტოკონკურსში და ჟურნალისტიკის სტუდენტურ კონკურსებში გამარჯვებულებიც.

გამარჯვებულებს შორის იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები, სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი და სტუდენტები:


• საქართველოს შემსწავლელ მეცნიერებებში მოღვაწე 2017 წლის საუკეთესო მეცნიერი - ლევან  ტიელიძე;

• 2017 წლის საუკეთესო სამეცნიერო კვლევითი ჯგუფი - რამაზ ლომსაძე, რომან  კეზერაშვილი, ნუგზარ მოსულიშვილი, მალხაზ გოჩიტაშვილი;

• მეცნიერების თემაზე შექმნილი საუკეთესო სიუჟეტი - თათია მთვარელიძე;

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი წელს მესამედ ჩატარდა და წინა წლებთან შედარებით მან თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. სამეცნიერო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, საჯარო ლექციები, სხვადასხვა შემეცნებით - გასართობი ღონისძიებები.

თარიღი: 30/09/2019