საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„კულტურათაშორისი შეხვედრები აკადემიურ სფეროში სამხრეთ კავკასიასა და ნორვეგიაში" - შემაჯამებელი შეხვედრა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 - 2022 წლებში ინსტიტუციური პარტნიორობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში განხორციელებული პროექტის „კულტურათაშორისი შეხვედრები აკადემიურ სფეროში სამხრეთ კავკასიასა და ნორვეგიაში “შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე შეჯამდა გასული წლების მუშაობის შედეგები, ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

 

პროექტში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ნორვეგიის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. პროექტის ლიდერები იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ოსლოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტი.

 

სამხრეთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ოსლოს მეტროპოლიტან უნივერსიტეტიდან: კრისტინ ბუგი (ინტერნაციონალიზაციის ექსპერტი, განათლებისა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტი), ტომ გრიფიტსი (საერთაშორისო განვითარების, განათლებისა და მდგრადობის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური კოორდინატორი), იორნ ჰოლმ-ჰანსენი (ფორმაციული დიალოგის მკვლევარი), მიხეილ ხარაკოზი, არნფინი მურუვიკ ვონენი (პროექტის კოორდინატორი). თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან: საერთაშრისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა, მოწვეული ლექტორი/მედია მკვლევარი ეკატერინე ბასილაია.

 

 

 

თარიღი: 30/11/2022