საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“

გახდი ,,განათლების მეცნიერებების” სადოქტორო პროგრამის სტუდენტების მიერ ინიცირებული პროექტის - „ინტერდისციპლინური კვლევების ლაბორატორია თსუ-ის სტუდენტებისთვის“ მონაწილე.

პროექტის მიზანია თსუ-ის სადოქტორო პროგრამების სტუდენტთათვის საუნივერსიტეტო ინტერდიცსიპლინური კვლევითი სივრცის შექმნა, რომლის ფარგლებშიც ინტერდისციპლინური კვლევითი გეგმის შემუშავების პროცესში მათ კონსულტაციას გაუწევენ სხვადასხვა დარგის ექსპერტები.

პროექტი განხორციელდება  სამ ეტაპად:
პირველ ეტაპი -  2 დღიანი შეხვედრა  
29 ივნისი - თსუ-ის პირველი კორპუსი - ინფორმაციული/გაცნობითი შეხვედრა. თსუ-ის აკადემიური წრის წარმომადგენლები ისაუბრებენ ზოგადად პროექტის მნიშვნელობის შესახებ, მიზნებსა და შესასრულებელ ამოცანებზე. სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლები პროექტის მონაწილეებს გაუზიარებენ საკუთარ კვლევით გამოცდილებას.
30 ივნისი - თსუ-ის მესამე კორპუსი - პროექტის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის განხორციელების თავისებურებებს. ექსპერტთა დახმარებით მოხდება ჯგუფებში ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტისთვის იდეების გენერირება, დაიგეგმება მომდევნო შეხვედრისთვის შესასრულებები ამოცანები.
მეორე ეტაპზე - 13 ივლისი და 21 სექტემბერი - თსუ-ის მესამე კორპუსი - დოქტორანტები ინტერდისციპლინური კვლევითი პროექტის დაგეგმვის ფაზებს განიხილავენ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებთან.
პროექტის დასკვნით დღე  - 27 ოქტომბერი - თსუ-ის პირველი კორპუსი - პროექტის მონაწილეები საერთაშორისო, ადგილობრივ, აკადემიურ  ორგანიზაციებსა და პოტენციურ დამფინანსებლებს ჯგუფურად მომზადებულ ინტერდისციპლინურ კვლევით გეგმებს გააცნობენ.   
დაინტერესებულმა პირებმა CV, სამოტივაციო წერილი და ცნობა თსუ-ის სტუდენტის სტატუსის შესახებ გადმოაგზავნეთ არაუგვიანეს 14 ივნისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: megi.esebua@tsu.ge, marine.gognelashvili@tsu.ge

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ხოლო პროექტის ჟიური გამოავლენს 3 საუკეთესო ინტერდისციპლინურ კვლევით გეგმას, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 300 ლარიანი ვაუჩერით, რომლის ფარგლებშიც საშუალება ექნებათ შეიძინონ თსუ-ის მიერ გამოცემული წიგნებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მითითებულ ელ. ფოსტებზე.
 




თარიღი: 01/06/2018