საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

“საქართველოს ევროპული პერსპექტივა: დისკუსია”

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ ისაუბრეს ევროპელმა ექსპერტებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტში გამართულ დისკუსიაზე “საქართველოს ევროპული პერსპექტივა”.

 

ღონისძიებას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ევროპელი ექსპერტები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: პროფესორმა სტივენ ბლოკმანსიმ - ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS); დოქტორმა თინათინ ახვლედიანმა - ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრი (CEPS); დოქტორმა კრისტოფ ჰილიონიმ - ოსლოს უნივერსიტეტი.


მოწვეულმა ევროპელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადისა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ. კითხვა-პასუხის სესიაში ჩაერთნენ როგორც დამსწრე, ასევე ონლაინ აუდიტორიის წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

 

 

თარიღი: 23/11/2022