საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2018 წლის 27 იანვარს თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

კონფერენცია იმ საგანმანათლებლო პროგრამას ეხმიანება, რომლის ფარგლებში გაერო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს მომავალი თაობებისთვის ამ ტრაგედიის თაობაზე ცოდნისა და მეხსიერების გადაცემას გენოციდის განმეორების აღსაკვეთად.

თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულების ფარგლებში საერთაშორისო სისხლის სამართლის პრაქტიკული ასპექტების სპექტრის სწავლებასა და კვლევას ლიდერობს. ეს სხვა საკითხებთან ერთად ნებისმიერი დათქმის გარეშე რელიგიური შეუწყნარებლობის, ეთნიკური წარმოშობისა თუ რელიგიური რწმენის გამო ცალკეული ადამიანებისა თუ თემების წინააღმდეგ დანაშაულის წაქეზების, მათი შეურაცხყოფისა თუ მათ მიმართ ძალადობის დაგმობას მოიცავს.

2018 წლის 27 იანვრის კონფერენცია ასევე ეხმიანება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას ჰოლოკოსტის ხსოვნისა და შესაბამისი განათლების უზრუნველსაყოფად, გენოციდის პრევენციისთვის სამოქალაქო საზოგადოების მობილიზების თაობაზე.

თსუ, რომელიც 2018 წელს 100 წლის იუბილეს ზეიმობს, კონფერენციას უძღვნის ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევას ადამიანის უფლებების ჭრილში. კონფერენცია კვლევითი ნაშრომების წარმოდგენისა და საჯარო დისკურსის ხელშესაწყობად აკადემიურ ფორუმს უზრუნველყოფს.
 
კონფერენციაზე დასასწრებად რეგისტრაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
პროფესორი ქეთევან ხუციშვილი,
დირექტორი,
თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში  საერთაშორისო თანამშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრი
მისამართი: ketevan.khutsishvili-law@tsu.ge

კონფერენცია 27 იანვარს, 11:00 სთ-ზე გაიხსნება.

ადგილი: ივანე ჯავახიშვილის (107-ე) აუდიტორია, თსუ I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1.
თარიღი: 27/01/2018