eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2027 წლის პროგრამა

მიიღე მონაწილეობა ჰარვარდის საზაფხულო სკოლის 2027 წლის პროგრამაში!

ისარგებლე უნიკალური შესაძლებლობით გახდე მსოფლიოს ერთ‑ერთი ყველაზე პრესტიჟული საზაფხულო პროგრამის ნაწილი.

ჰარვარდის საზაფხულო სკოლა, რომელიც 1871 წელს დაარსდა, აშშ-ის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული აკადემიური საზაფხულო პროგრამაა. კურსებს უძღვებიან ჰარვარდის პროფესორები, მოწვეული მეცნიერები და სხვადასხვა სფეროს ექსპერტები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს სამივე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს, რომელთა GPA არანაკლებ 3.2-ია და აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ აკადემიურ და ენობრივ მოთხოვნებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილე ბმულზე: https://shorturl.at/n6MOn

ნუ გამოტოვებ შანსს - გახდი ჰარვარდის საზაფხულო სკოლის პროგრამის მონაწილე!

თარიღი: 13/10/2026