თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ალექსანდრ სპივაკოვსკისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებასა და უკრაინელი სტუდენტების მობილობაზე ისაუბრეს. ასევე, დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ უკრაინელ კოლეგას უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები გააცნო, მან ხაზი გაუსვა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებას და ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 56 ქვეყანაში 300-მდე აღწევს; ვთანამშრომლობთ ევროპის 150-ზე მეტ უნივერსიტეტთან Erasmus+-ის მობილობის პროგრამისა ფარგლებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ხერსონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი პროექტების განხორციელება, მათი გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება“,-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.