საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიას შეხვედრა შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან

ჯაბა სამუშიამ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  გერმანიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დელეგაციასთან ერთად შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტს ესტუმრა.

 

გერმანულ უნივერსიტეტს თსუ-სთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მე-14 წელია მოქმედებს საჯარო ადმინისტრირების ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.

 

ჯაბა სამუშიამ სამუშაო შეხვედრები გამართა მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორთან, პრორექტორთან, ყოფილ რექტორთან, ასევე ერთობლივი პროგრამის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. შეხვედრებისას განხილულ იქნა ერთობლივი პროგრამის გაძლიერების შესაძლებლობები, პროგრამის უწყვეტად ფუნქციონირების 15 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების ფორმატი და შინაარსი, რომლის აღნიშვნაც დაგეგმილია 2024 წლის პირველ ნახევარში. საუბარი ასევე შეეხო სტუდენტების მობილობის პროგრამის გაფართოებას და ერაზმუს პლუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ახალი საპროექტო განაცხადის წარდგენას.

თარიღი: 23/11/2023