საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სასწავლო წლის ინაუგურაციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სეიმისა და სენატის წევრები, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები, პოლონეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
 

„საერთაშორისო კოლაბორაცია უმაღლესი განათლების სფეროში მნიშვნელოვანია კულტურათა გაგებისთვის, ერთობლივი კვლევითი საქმიანობის წახალისებისათვის, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობისთვის, აკადემიური გამოცდილების გამდიდრებისთვის. ეს არის გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისკენ მისწრაფება, რომელიც მოგვიწოდებს, რომ მუდმივად ვეძიოთ პარტნიორობის ახალი პერსპექტივები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ პომორიის უნივერსიტეტის ინაუგურაციაზე და უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტის სტატუსის მოპოვება მიულოცა.
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის, თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თსუ საპატიო დოქტორი, პოლონეთის რესპუბლიკის სლუპსკის პომორიის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ფაკულტეტის პროფესორი, ჰაბილიტირებული დოქტორი დარიუშ შპოპერი ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

თარიღი: 13/10/2023