საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აღინიშნა. თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქალი მეცნიერები დააჯილდოვეს.

 

უნივერსიტეტის მედლით დაჯილდოვდა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნათია სორდია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქარაია, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი მაია სვანაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორი მაკა ხოდელი და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატო ფიცხელაური.

 

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუციის თანახმად აღინიშნება. ამ დღეს გაერო მსოფლიო სახელმწიფოებს, ყველა ორგანიზაციას და ადამიანს მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ქალებისათვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.

თარიღი: 11/02/2023