საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ საფრანგეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ქართველ და ფრანგ პარტნიორებთან ერთად ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის პროექტის შესახებ პირველადი შედეგები და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივები განიხილეს თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ და რენი1-ის (Université de Rennes) უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ მიუღიელ ისლერთან და უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლებმა.  

 

შეხვედრის მონაწილეებმა ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი, ორმხრივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების ახალ კომპონენტებზე იმსჯელეს და  თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ორი ახალი პროგრამის შექმნის შესაძლებლობები განიხილეს.  

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამის ერასმუს პლუსის მიერ დაფინანსებულ  ფრანგულ-ქართული საუნივერსიტეტო კონსორციუმის პროექტში. კონსორციუმში რამდენიმე ფრანგული და ქართული უნივერსიტეტია გაწევრიანებული. პროექტის ფარგლებში თსუ-ში ხორციელდება ორი ერთობლივი პროგრამა: ლუმიერის ლიონ 2-ის უნივერსიტეტთან ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ და პარი საკლეს უნივერსიტეტის ჯგუფის წევრ ევრის უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებაში.

 

  შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორის მოადგილე ოლენ ბომპეი, საერთაშორისო პროექტების მენეჯერი და ფრანგულ - ქართული ერაზმუს+ კონსორციუმის მენეჯერი ბლანდინ ვალე-გიკელი და თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის სხვა წარმომადგენლები.

თარიღი: 28/02/2023