საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ პანელური სესია ,,საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ გახსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პანელური დისკუსია „26 მაისი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში“ გაიმართა. დისკუსია პანელური სესიის „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა - გზა ევროპისკენ“ ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.         

 

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიმართა. „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკით ყველანი ვამაყობთ. 1918 წელს გამოცხადებული საქართველოს დამოუკიდებლობა იყო არა მხოლოდ ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა, არამედ ის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო ევროპული ფასეულობები,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

პანელური სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პირველი რესპუბლიკის გამოცხადების წინაპირობები, პირველი და მეორე რესპუბლიკების შედარებითი ანალიზი, 26 მაისი - დამოუკიდებლობის სიმბოლო, დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა აფხაზეთში (1919-1920 წწ).

 ღონისძიება ევროპის აკადემიის საქართველოს რეგიონული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და მას სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თარიღი: 25/05/2023