საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშიამ აზერბაიჯანის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გამართა

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აზერბაიჯანის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა და თსუ საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გერგედავამ დელეგაციის წევრებთან  ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებას/ საუბარი შეეხებოდა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსაც.

 

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ისაუბრა უნივერსიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე, საერთაშორისო გამოცდილებებსა და პერსპექტივებზე.,,ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვაკავშირებს მრავლწლიანი მეგობრობა.  ჩვენს უნივერსიტეტში კავკასიოლოგიის კათედრაზე მოქმედებს საგანმანათლებლო პროგრამები როგორც აზერბაიჯანის ისტორიის შესასწავლად, ასევე აზერბაიჯანული ენის მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაფართოვოთ და მრავალფეროვანი გავხადოთ“,- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ  აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრის მრჩეველი სიმუზარ ფეიზულაევა. ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ელჩინ ბაბაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი თურალ აჰმადოვი, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელჩინ მამედოვი.

 

შეხვედრის ფარგლებში რექტორმა აზერბაიჯანელ კოლეგებს სამომავლოდ საერთო სასწავლო პროგრამის შექმნა და უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების ამოქმედება შესთავაზა. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს  თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც უახლოეს მომავალისთვის.

თარიღი: 28/11/2023