საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარია თეოდორუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ-სა საბერძნეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალი ურთიერთობების დამყარებას. კერძოდ, გამოითქვა სურვილი და შესაძლებლობა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე.

 

 თსუ-ს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვს კაპოდისტრიანის სახელობის ათენის ეროვნულ უნივერსიტეტთან, დემოკრიტეს სახელობის თრაკიის უნივერსიტეტთან,  იოანინას უნივერსიტეტთან, არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტთან, დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტთან.

 

საბერძნეთის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის განსაკუთრებული როლი ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო-სამეცნიერო და, ზოგადად, მეგობრობის გამტკიცების საქმეში.

თარიღი: 10/12/2025