მზად ვარ ბოლომდე თქვენს გვერდით ვიყო. ეს უნივერსიტეტი თქვენია“ -ასე მიმართა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მე-9 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის ახალარჩეულ წევრებს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე თსუ რექტორმა ისაუბრა სასწავლო პროცესზე, სასწავლო გარემოზე, ინფრასტრუქტურულ სიახლეებზე, სტუდენტური პროექტების გაზრდილ დაფინანსებაზე, სხვადასხვა აქტივობებზე.
სტუდენტებმა თსუ რექტორს დაუსვეს კითხვები და ისაუბრეს აქტუალურ და პრობლემურ თემებზე. შეხვედრაზე თვითმმართველობის წევრმა სტუდენტებმა საგამოცდო პროცედურებში გარკვეული ცვლილებების შეტანის საჭიროებაც წამოჭრეს. თსუ რექტორმა დაავალა საგამოცდო ცენტრს, რომ საკითხის გადაწყვეტისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული სტუდენტთა ინტერესები.
ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს შესთავაზა, რომ მსგავსი შეხვედრები გაიმართება პერმანენტულად, სამ თვეში ერთხელ და ამ შეხვედრებზე დაისმება და გადაწყდება ის საკითხები, რომელიც სტუდენტებს აინტერესებთ.