საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა

 

            თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ენრიკო შლაიფთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

            შეხვედრაზე ორ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული პროექტების გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, ისაუბრეს ერასმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამაში განაცხადის გაკეთების შესახებ. ასევე, ქართველოლოგიის მიმართულების გაძლიერების პერსპექტივებზე.

            შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მასპინძელი უნივერსიტეტის გლობალური ოფისის ხელმძღვანელი, პრეზიდიუმის წარმომდგენელი და კავკასიოლოგიის მიმართულების პროფესორი.

            შეხვედრის ფარგლებში ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის სტრუქტურა გააცნო და მართვის საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარა.  ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ასევე დაიგეგმა ენრიკო შლაიფის  ვიზიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

თარიღი: 24/11/2023